"დაგვაქციეს და დაგვამხეს! გაგვინადგურეს გუნდი!" - ქუთაისის ტორპედოს ფანები ზაალ ჩაჩავას წასვლას ითხოვენ

27 ივნისი, 2019 240


"დაგვაქციეს და დაგვამხეს! გაგვინადგურეს გუნდი!" -  ქუთაისის ტორპედოს ფანები ზაალ ჩაჩავას წასვლას ითხოვენ

ქუთაისში ტორპედოს ფანებმა მორიგი აქცია გამართეს. ისინი კიდევ ერთხელ მერიის წინ შეიკრიბნენ. ფანები ზაალ ჩაჩავას წასვლას ითხოვენ, რომელიც ამ ეტაპზე გუნდის მფლობელია. ამის მიზეზად აქციის მონაწილეები უკვე 4 თვეა ფეხბურთელებისათვის გადაუხდელ ხელფასებს და არასწორ მენეჯმენტს ასახელებენ.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით ადგილობრივმა აღმასრულებელმა ორგანომ მეტად უნდა იაქტიუროს, თუნდაც პოტენციური ინვესტორის მოძიებისა და მოზიდვის კუთხით.

აქციის მონაწილეებს ადგილზე შეხვდა ქუთაისის მერი. გიორგი ჭიღვარიას განმარტებით იგი უკვე გაესაუბრა ტორპედოს ადმინისტრაციას, კერძოდ ზაალ ჩაჩავასას და მისგან მდგომარეობის გამოსწორების გარანტია მიიღო. "დაველოდოთ ორშაბათს" -  განუცხადა მან აქციის მონაწილეებს.

მიუხედავად მერთან შეხვედრისა, მიღებული პასუხები არასაკმარისი აღმოჩნდა აქციის მონაწილეებისათვის. მათი თქმით ზაალ ჩაჩავა იტყუება, როცა ვალების გადახდასა და ფეხბურთელებისათვის ხელფასების ანაზღაურეაზე საუბრობს. ამის თქმის საშულებას კი მათ კლუბის ბიუჯეტიდან გამქრალი 9 მილიონ ნახევარი ლარი აძლევთ. ისინი გარანტირებულად ითხოვენ ახალი ინვესტორის შემოყვანას. "არ დავიშლებით მანამდე" - განაცხადეს მათ ტელეკომპანია "მეგა ტვ"-თან საუბრისას.



скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: