„ქართული მიწაც ზეცაა“ - ქუთაისში ლიტერატურულ-მუსიკალურ პერფორმანსი გაიმართება

27 ივნისი, 2019 478


„ქართული მიწაც ზეცაა“ - ქუთაისში ლიტერატურულ-მუსიკალურ პერფორმანსი გაიმართება

„ქართული მიწაც ზეცაა“, დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი მამა ადამის (ვახტანგ ახალაძის) ლიტერატურულ-მუსიკალურ პერფორმანს უმასპინძლებს. 
პროექტის მიზანია ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსული დროისა და სივრცის მრავალფეროვნებით მაყურებლის/საზოგადოების ყურადღება მიაპყროს  თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და მუსიკალურ საშემსრულებლო ხელოვნებას, როგორც მშობლიურ, ასევე მსოფლიო ლიტერატურულ და მუსიკალურ ნიმუშებს, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ ჩვენს ნაციონალურ და კულტურულ იდენტობას, განსაზღვრავენ საზოგადოების დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი, სამშობლოსადმი, სხვა ფასეულობებისადმი.
პერფორმანსების ლიტერატურულ ტექსტებს წარმოადგენს არქიმანდრიტ ადამის – ვახტანგ ახალაძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებები. „ქართული მიწაც ზეცაა“ არის პერფორმანსი, რომელიც დაეხმარება მაყურებელს, აღიქვას საკუთარი თავი ლიტერატურული, მუსიკალური და საერთოკულტურული მემკვიდრეობის მატარებლად, განსაზღვროს თავისი კულტურული და ნაციონალური იდენტობა.  
მამა ადამი  ლიტერატურულ–მუსიკალურ პერფორმანსების შექმნის მიზნით სხვადასხვა დროს (2012 წლიდან) თანამშრომლობდა ქართულ თეატრებთან, ცნობილ მუსიკოსებთან – ნანა ავალიშვილთან, ვალერიან შიუკაშვილთან, ნანა დიმიტრიადთან, ნესტან (ნუგეშა) მესხთან, ნინო ჟვანიასთან, ნინო კასრაძესთან, ეროვნულ სიმებიან კვარტეტთან, მსახიობებთან – მაკა შალიკაშვილთან, ვახტანგ ახალაძესთან, გიორგი ზანგურთან, ვანო ხუციშვილთან, მანანა სურმავასა და სხვებთან. 
„ქართული მიწაც ზეცაა“ არის პერფორმანსი, რომელიც დაეხმარება მაყურებელს, აღიქვას საკუთარი თავი ლიტერატურული, მუსიკალური და საერთოკულტურული მემკვიდრეობის მატარებლად, განსაზღვროს თავისი კულტურული და ნაციონალური იდენტობა.  
წარმოდგენის ხანგრძლივობა საშუალოდ 110 წუთია. პერფორმანსები საქართველოს მასშტაბით 7 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. 
პროექტი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: