"გვტკივა თითოეულის ტკივილი! გვტკივა ჩვენი სამშობლო!" - სალონიკში სოლიდარობის აქცია გაიმართა

24 ივნისი, 2019 208


"გვტკივა თითოეულის ტკივილი! გვტკივა ჩვენი სამშობლო!" - სალონიკში სოლიდარობის აქცია გაიმართა

სალონიკში 23 ივნისს სოლიდარობის აქცია გაიმართა. 

როგორც აქციის ორგანიზატორები თამთა კალანდაძე "მეგა ტვ"-ს წერენ ისინი სოლიდარობას უცხადებენ თავიანთ თანამემამულეებს: "გვტკივა რაც ხდება. გვტკივა თითოეულის ტკივილი. გვტკივა ჩვენი სამშობლო. სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენც ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენც ვბრძოლობთ საქართველოს კეთილდღეობისათვის. გვიყვარხართ და მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სოლიდარობა." - ამბობენ აქციის მონაწილეები. 

შეგახსენებთ 20 ივნისს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე სესიის წაყვას აპროტესტებდა, 250-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: