მეუფე კალისტრატე ანდერძის თანახმად ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალეს

23 ივნისი, 2019 667


მეუფე კალისტრატე ანდერძის თანახმად ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალეს

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე ანდერძის თანახმად ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალეს. სასულიერო პირების ინფორმაციით, ტაძარში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ სასულიერო პირი არ დაკრძალულა.

ბაგრატის ტაძარში პანაშვიდები დილიდან მიმდინარეობდა. ტაძარში პატრიარქს ელოდებოდნენ, თუმცა მისმა უწმინდესობამ ჩამოსვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩამოსვლა ვერ შეძლო.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ოცდათექვსმეტი წლის მღვდელმთავრული მოღვაწეობის შემდეგ 20 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, დილის 05:00 საათზე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ილია მეორე - უფალმა აცხოვნოს მეუფე კალისტრატეს სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ

"ის იყო ჩვენი მამა" - მეუფე კალისტრატეს კვირას, ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ

ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი დასახელდა


скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: