ილია მეორე - უფალმა აცხოვნოს მეუფე კალისტრატეს სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ

23 ივნისი, 2019 192




უფალმა აცხოვნოს მეუფე კალისტრატეს სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
„გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე. დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში ბაგრატის ტაძარში, შევთხოვთ უფალს, უფალმა აცხოვნოს მისი სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ",- ბრძანა პატრიარქმა.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტის დაკრძალვის ცერემონია, ბაგრატის ტაძრში ამ წუთებში მიმდინარეობს. მეუფე კალისტრატეს ანდერძის თანახმად სამხრეთ ფლიგელში კრძალავენ. სასულიერო პირების ინფორმაციით, ტაძარში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ სასულიერო პირი არ დაკრძალულა.

ბაგრატის ტაძარში პანაშვიდები დილიდან მიმდინარეობს. ტაძარში პატრიარქს ელოდებოდნენ, თუმცა მისმა უწმინდესობამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩამოსვლა ვერ შეძლო.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ოცდათექვსმეტი წლის მღვდელმთავრული მოღვაწეობის შემდეგ 20 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, დილის 05:00 საათზე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.


скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: