ამბები




ქუთაისელი მოჭადრაკეები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ემზადებიან


ქუთაისელი მოჭადრაკეები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ემზადებიან

ქუთაისელი მოჭადრაკეების წარმატებებსა და დაგეგმილ მსოფლიო ტურნირებზე ისაუბრა იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ალეკო არსენიძემ, 13 ივნისს, ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“.

როგორც ალეკო არსენიძემ განაცხადა იმის გარდა რომ, ქუთაისი 30 სექტემბერიდან 9 ოქტომბერამდე „მაია ჩიბურდანიძის თასი-2019" ტურნირისა და 30 ნოემბერიდან 7 დეკემბრამდე საქართველოს გუნდურ ჩემპიონატს ”დავით ჩირაძის მემორიალი” უმასპინძლებს, 1 აგვისტოდან ყველა ქუთაისელებმა ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს უნდა უგულშემატკივროს, რომელიც სლოვაკეთში, ბრატისლავაში 8-დან 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება. 20 აგვისტოდან 2 სექტემბერის ჩათვლით ჩინეთში, ვეიფანგიში მსოფლიოს ჩემპიონატი 8,10,12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის მოეწყობა, ხოლო 14-16-18 წლამდე ქუთაისელი მოჭადრაკეები მიმდინარე წელს ინდოეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

 

აქვე იხილეთ: 6 წლის დავით თათვიძე, რომელიც ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა


скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com