ამბები




​„მანიფესტი აქ, ახლა...“ - ვალერი ფესტვენიძე საავტორო სპექტაკლს წარმოადგენს


​„მანიფესტი აქ, ახლა...“ - ვალერი ფესტვენიძე საავტორო სპექტაკლს წარმოადგენს


მსახიობი ვალერი ფესტვენიძე საავტორო სპექტაკლს „მანიფესტი აქ,ახლა...“ წარმოადგენს. პრემიერა 15 ივნისს 17:00 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში, ყოფილ კალათბურთის დარბაზში გაიმართება.


ვალერი ფესტვენიძემ სპექტაკლის შესახებ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ ისაუბრა.


სპექტაკლის ავტორი, რეჟისორი, სცენოგრაფი, მუსიკალური გამფორმებელიც და მსახიობიც თავად ვალერი ფესტვენიძეა. როგორც მან გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ თქვა მარტო მუშაობა არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია: 
„ეს სამუშაო სასიამოვნო არაა, იმიტომ რომ, მარტო როცა მუშაობ უკვე გიჟი ხარ ხო?! ეს არ შეიძლება, მარტო ძალიან რთულია, მწერალმა შეიძლება იმუშაოს მარტო, მაგრამ მსახიობი როცა მუშაობს მარტო ეს არაა ნორმალური.“ - თქვა ვალერი ფესტვენიძემ.


მსახიობის განცხადებით სპექტაკლი ფესტივალის „თეატრალური იმერეთი“ ფარგლებში მაია პაქსაშვილის ნებით არის ჩართული. სივრცის იდეა კი, სადაც პრემიერა გაიმართება მსახიობ ენდი ძიძავას ეკუთვნის. როგორც ვალერი ფესტვენიძე გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ ამბობს ამ შენობაში ძველი დეკორაციები დევს: „ეს ჩემთვის იყო სასწაული, ყველა გაწყობილ სცენას ათიათასჯერ და მილიონჯერ მირჩევნია.“


სპექტაკლი „მანიფესტი აქ,ახლა...“, რომელიც 40 წუთს გრძელდება ქუთაისს სათქმელს ამბობს: „ეს სპექტაკლი ეხება თვითონ ქალაქს, თეატრს ეხება, თვითონ მოქალაქეს ეხება, იმიტომ რომ მოქალაქეების გარეშე გამორიცხულია თეატრი აშენდეს. ქუთაისი რას ამბობს დღეს, აი ეს ყველაფერი ჩასმულია ამ სპექტაკლში. მე ვფიქრობ ჩვენ გვინდა თეატრი, მაგრამ რაღაც მომენტში გვეზარება საკუთარი თავის დანახვა, გავურბივართ ამას.“


რაც შეეხება სახელწოდებას, ვალერი ფესტვენიძის თქმით, ყველას აქვს თავისი მანისფესტი, ყველას აქვს თავისი საიტყვა.
სპექტაკლის ავტორი იმედოვნებს, რომ პრემიერის შემდეგ დებატები გაიმართება და მაყურებელი კითხვებს დასვმას. „ჩვენ უნდა ვიყოთ მოქალაქები და დავამსხვრიოთ სტერეოტიბები. იყო მოქალაქე ნიშნავს ილაპარაკო ის, რაც არის სალაპარაკო.“ - განაცხადა ვალერი ფესტვენიძემ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com