ამბები




"ცალი კალოშითაც არ ჩამოვსულვარ"- ნიკა გვარამიას პასუხი


 "ცალი კალოშითაც არ ჩამოვსულვარ"- ნიკა გვარამიას პასუხი

 
 
 
 
 

  "გიგი დედალამაზიშვილის დავ, თუ იმას იზამენ მგზავრები, რასაც თქვენ წერთ და რაც ჯერ არავის არ უქნია, არათუ უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს, მაღალ ღმერთებსაც ვთხოვ, ყველა პატრიოტს შეეწიოს, მგზავრების ჩათვლით.
მანამდე, ანუ სანამ ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს არ ვიხილავთ, ჩემი დამოკიდებულება უცვლელი რჩება სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს მტრისთვის გამართულ ცეკვათამაშზე მტრის ბუნაგში. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებ ჩემს მიმართვას - მაღალო ღმერთებო, თქვენ შეეცით ყველა გამოყლევებულს.
ps სოხუმიდან თბილისში ცალი კალოშითაც არ ჩამოვსულვარ, ისე. ფეხშიშველი ჩამოვედი, აი თქვენ რომ სამღერლად ეახლებით, იმათი დამსახურებით." -წერს ნიკა გვარამია.
 
  ჯგუფი "მგზავრების" მიერ სანკტ-პეტერბურგში 9 აპრილს დაგეგმილი კონცერტი ქართული საზოგადოების განხილვის და მათი ნაწილის აღშფოთების საგანი გახდა. მათ შორის ნიკა გვარამიაც იყო, რომელმაც გიგი დედალამაზიშვილს მისამართით დაწერა:
   "უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები და იქ ფეხზე დამდგარები, რუსეთს გაეშურნენ. თან 9 აპრილს იმღერებენ (თუ იმას, რასაც შვრებიან, სიმღერა ქვია)." ამ სტატუსის შემდეგ ნიკას შეახსენეს, რომ თბილისში თავად ჩავიდა ცალი კალოშით.
   
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com