ამბები




ყალბი 20-ლარიანები ლიბერთი ბანკის ბანკომატებში


 

ყალბი 20-ლარიანები ლიბერთი ბანკის ბანკომატებში

 
 
 
 
 
 

  საპატრულო პოლიცია ბანკომატებში ყალბი კუპიურების პოვნის ფაქტს ადასტურებს, ბანკში კი კომენტარებს არ აკეთბენ. ამის შესახებ ბიზნესკურიერი იტყობინება. 

 " ბოლო პერიოდში თბილისში ბანკომატებში ყალბი 20-ლარიანი კუპიურების არსებობის ფაქტები დასტურდება, რაც იმას მიშნავს, რომ ბანკი ყალბ კუპიურებს ავრცელებს ან ვერ იცავს მომხმარებელს.

ერთ-ერთი შემთხვევის დროს მგზავრმა ტაქსის მძღოლის თვალწინ ლიბერთი ბანკის ბანკომატიდან ფული გამოიტანა და მგზავრობის საფასური გადაუხადა. მძღოლმა კი აღმოაჩინა, რომ კუპიური ყალბი იყო და საპატრულო პოლ იციას აცნობა.         

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, ასეთი შემთხვევები უკვე იყო და დაზარალებულებმა მათ რამდენჯერმე მიმართეს. პოლიციამ საეჭვო 20–ლარიანი ექსპერტიზისთვის გადააგზავნა. ანალიზმა აჩვენა, რომ ბანკნოტი ნამდვილად ყალბი იყო.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, გამყალბებლები ყველაზე ხშირად იმ ბანკნოტებს აყალბებენ, რომლებიც უფრო ხშირად არის მიმოქცევაში და გასაღებაც შედარებით იოლია.

ბოლო დროს ერთ–ერთი ყველაზე სარისკო კუპიურა 20–ლარიანია.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ გაყალბების შემჩნევა ახალი ლარის ბანკნოტზე საკმაოდ მარტივია.

ლიბერთი ბანკი შემთხვევასთან დაკავშირებით ბიზნესკურიერთან სატელევიზიო განმარტებას არ აკეთებს. ბანკში ამბობენ, რომ ბანკში შესულ ფულს უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს. თუმცა, რა მექანიზმით ხდება შემოწმება და რამდენად შესაძლებელია ყალბი კუპიურა ბანკომატში მოხვდეს, ამის შესახებ დეტალური პასუხი არა აქვთ. "

 

წყარო http://rustavi2.com/


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com