„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მორიგი კვლევის შედეგები წარმოადგინა

22 მარტი, 2016 1 552


 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ააპებთან დაკავშირებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის მიხედვით 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმერეთის რეგიონში აიპებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 1713-ით გაიზარდა . გაზრდილია საშტატო ერთეულის რაოდენობა ქუთაისშიც , რის შედეგადაც სახელფასო ხარჯი წლიურად დაახლოებით 3 მილიონით გაიზარდა. გამონაკლისს წარმოადგენს სამტრედია, სადაც აიპების საშტატო ერთეული 18 -ით შემცირდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციას აძლევს და მოუწოდებს მოახდინონ ააიპებში დასაქმებული კადრების ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხები კი ინსტრასტრუქტურულ პროექტებს მოახმარონ.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: