ამბები




სს „სართიჭალის გაზს” ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება


 
 
"სს „სართიჭალის გაზს” სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი”-ს წინაშე დაუგროვდა მიწოდებული ბუნებრივი გაზის დავალიანება. ვალის დაგროვება გამოწვეულია სს "სართიჭალის გაზის” მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენთან" გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ანგარიშსწორების პირობების დარღვევით.

 

შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” პირობების თანახმად, სს „სართიჭალის გაზს” შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა მიმდინარე წლის 28 მარტიდან.

მივმართავთ სს „სართიჭალის გაზი”-ს ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება." -აღნიშნულ განცხადებას სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიუშენ” ავრცელებს . 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com