სტეფანწმინდაში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

16 მარტი, 2016 1 902


 

დგილზე არსებული ვითარება შპს."საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციითვის, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი.

 

ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. ასევე, მდინარე თერგის მხრიდან მოეწყო ნაპირდამცავი ბერმა, რათა ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ 482 991 ლარი შეადგინა.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: