ამბები




ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიადაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა


 
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილიევროპის ჩემპიონია. 

61 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბელარუსი გიორგი კალიევი დამაჯერებლად - 6:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

ხინჩეგაშვილმა ჩემპიონატის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ წონაში, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა - 4-2, მანამდე კი სომხეთის ნაკრების წევრს ვალოდია ფრანგულიანს (5-0) და მაკედონიელ იასინ რეჯალარს (10-0) სძლია. 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია, ევროპის ჩემპიონის ტიტული კი მან მეორედ მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ამ ეტაპისათვის 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. 

ბრინჯაოს პრიზიორები იაკობ მაქარაშვილი (74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე ( 97 კგ) და დავით მარსაგიშვილი (86 კგ) გახდნენ. 11 მარტს მედლებისათვის 70 და 125 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, საქართველოს სახელით კი დავით ტლაშაძე (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იჭიდავებენ.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com

© 1991-2018 «MEGATV» Broadcasting Company


Website by S/S