ამბები




პროექტი “VOTE SMART”


 პროექტი “VOTE SMART”


 


 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი (GCSD) 2015 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით "VOTE SMART”. პროექტი ნიდერლანდების საგარეო სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და ჩართულია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები. აღნიშნული პროექტი 11 თვის განმავლობაში განხორციელდება.ყველა რეგიონში სამინზე ჯგუფებს წარმოადგენს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები (new voters).

პროექტის მიზანია:რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებზე.საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების პრიორიტიზირება საარჩევნო პროცესებში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება რიგი ღონისძიებები; საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ტრეინინგების განხორციელება თითოეულ რეგიონში, სამიზნე ჯგუფებთან (NGO და მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები). შეხვედრები სახელმწიფო უნივერსტეტებში - ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, თელავი, თბილისი. დამსწრე - 100 სტუდენტი.სამიზნე ჯგუფებიდან საუკეთესო მონაწილეებისათვის სასწავლო ტურის მოწყობა თბილისში - შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლებთან; საგრანტო კონკურსის გამოცხადება რეგიონებში პროექტში მონაწილე ახალგაზრდებისთვის; საუკეთესო 5 პროექტის დაფინანსება, თითოეულრეგიონში 1 პროექტი.

2016 წლის 15მარტს 14:00 სთზე და 16 მარტს 17:00 სთზე ქ.ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდება ტრეინინგი თემაზე - ეროვნული უსაფრთხოება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ტრენინგს ჩაატარებენ მოწვეული ტრენერები და ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში ბატონი ლევან დოლიძე და გიორგი გოგუაძე.

ვებ- გვერდი:http://www.gcsd.org.ge/ka/

ორგანიზაციის facebook გვერდი:https://www.facebook.com/GCSD-Georgian-Center-for-Security-and-Development-841229052633880/?fref=ts

იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი სალომე სახვაძე (მობ: 593 17 60 78)

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com