ამბები




საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა დასრულდა.


საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა დასრულდა.


ტექნოპარკი, ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე ინოვატორებისათვის
ძალიან მალე ეს კომფორტული სივრცე ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მზად იქნება პირველი ნაბიჯები გადადგას საკუთარი იდეის რეალურ ბიზნესად გადაქცევისაკენ.

სად არის ტექნოპარკი?
თავისუფლების მოედნიდან 10 წუთში ინოვაციების ქუჩა N7, ოქროყანაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში პირველად მოეწყო მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი (ტექნოლოგიური პარკი), რომელიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას. პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.
საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები დადამატებით მოზიდულ იქნეს უცხოური ინვესტიციები.

ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელადხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებულიბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.ტექნოლოგიური პარკი თბილისში, ოქროყანაში, ინოვაციების ქუჩაზე 10 063 კვ. მ. ტერიტორიაზე მდებარეობს

მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსადა ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისათვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკისტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნებამაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, co-working ცენტრი,საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com