ამბები

21-ე საუკუნის ქართული ანათემა


 

 
 
 
 
 
 
გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ბასილ (მკალავიშვილმა), გიგი ბოკერია დ აკიდევ ექვსი მისი თანამოაზრე ანათემას გადასცა. 
„ვაფრთხილებ ყველას, ნუ მიეცემით თვითდამშვიდებას, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაშინ, როცა უფსკრულის პირას ვდგავართ. თუ არ გამოვფხიზლდით, დიდ სასჯელს მივიღებთ. მეტის მოთმენა მართლაც არ შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლობა იძულებულს ხდის ჭეშმარიტ მორწმუნეს გადადგას ის ნაბიჯი, რასაც იმსახურებენ ერის მოღალატენი, რამეთუ თითოეული ჩუენთაგანი რომ წარვდგებით საშინელ  სამსჯავროზე, უფალი პასუხს მოგვთხოვს. როცა ქვეყანა იღუპებოდა, დუმდით, რატომ? რამეთუ დუმილით ღმერთს ვღალატობთ. წმ. მამები ბრძანებენ:„გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისას, გძაგდეს მტერი უფლისა". იქედან გამომდინარე, რომ ზემოდჩამოთვლილმა პიროვნებებმა საშინელი ღალატი ჩაიდინეს ერისა თუ სარწმუნოების წინაშე, გვიგინებენ ჩვენს უფალს და მის მცნებებს, მე როგორც სასულიერო პირი, ვერ გავჩუმდები.
ეფესოს III მსოფლიო კრების მე-7 კანონი გვამცნობს: „ის, ვინც წინ აღუდგება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას და ებრძვის მართლმადიდებლობას, ერისკაცნი შეჩვენებულ იქმნეს."
მე ვისარგებლებ მსოფლიო კრებების დადგენილი დიდი სჯულის კანონით და ანათემას გადავცემ სარწმუნოების მოღალატეებს: წყეულ და შეჩვენბულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ანათემა ძალაშია 2016 წლის 14 იანვრიდან, სანამ პირადად არ მოვლენ ეს პიროვნებები ჩემთან და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს (რათა მომავალ თაობაზე არ გადავიდეს). 
მათ ქმედებას დიდი ხანია ვაკვირდები, იმდენად უსაზღვრო და უკიდეგანოა მათი ზიზღი ქართველ მართლმადიდებლებისადმი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს ჩვენი ბედკრული ქვეყანა ამ სულიწმიდის მგმობელებისაგან" - ნათქვამია მამა ბასილ (მკალავიშვილის)მიერ გავრცელებულ ეპისტოლეში.    


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com