ქუთაისის მერმა 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

08 მარტი, 2016 1 938


 

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 101 წლის ქალბატონებს ქეთევან ჟორჟოლიანსადა ნადეჟდა კოპალიანს 8 მარტი მიულოცა. ქალბატონებს ქალაქის მერი ოჯახებში საჩუქრებით ეწვია, მოგვიანებით კი მათ მატერიალური დახმარება ჩაერიცხებათ. „ ყველა ქალბატონს ვულოცავ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებითჩვენ ხანდაზმულებს, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის არიან და მხნეობას არ კარგავენ"- განაცხადა შოთა მურღულიამ. ხანდაზმულებთან საკრებულოს დეპუტატი თემურ ნადირაძეც იმყოფებოდა. ქუთაისის მერი ასევე მე-3 საჯარო სკოლაში მივიდა და პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: