ამბები




ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში აფეთქება მოხდა


 
ქუთაისში,ავანგარდის დასახლებაში მდებარე საქორწილო დარბაზში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების მომენტში შენობაში 6 თანამშრომელი იმყოფებოდა. როგორც, ადგილობრივები აცხადებენ აფეთქებას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა მათი თქმით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 5 ადამიანი საავადმოყოფოში გადაიყვანა.აფეთქებამ აალება გამოიწვია შენობაში სავენტილაციო სისტემაში, რის გამოც სახანძრო ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო. შენობაში საქორწინო დარბაზის გარდა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის პურის საცხობი , სილამაზის სალონი და სარიტუალო დარბაზი ფუნქციონირებდა. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია გაუფრთხილებლობით.


скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com