ამბები

რა თქვა მერაბ კვირიკაშვილის სასამართლოზე ავარიისას გარდაცვლილის მამამ



ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი იკითხება. მისი განცხადებით, ბრალდებულთან ადრეც ჰქონდა შეხება, თუმცა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მერაბ კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის უდანაშაულოა.

"ამნაირი ტრაგედია ყველას შეიძლება მოუვიდეს და გამიჩნდა მის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო აღიარება ამ დანაშაულის ჩემსა და უფლის წინაშე"-, განაცხადა მალხაზ პაპასკირმა. მისი თქმით, საქმეზე ექსპერტიზის სამი წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს.

"მთავარი არაა ვინ დაისჯება, მთავარია სიმართლის დადგენა. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო სწორადშეაფასებს ამ გარემოებებს და დაადგენს, რომ მოხდა სიჩქარის გადაჭარბება, რის გამოც დაიღუპნენ ადამიანები. მე არ ვაპირებ შურისძიებას, მე მოვითხოვ სამართალს ამ ამბავზე", - განაცხადა პაპასკირმა.

საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა. საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.

შეგახსენებთ, კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღევანდელი საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 5 აპრილისთვის გადაიდო. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის, ნუგზარ კვინიკაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს 70-მდე მოწმე ყავს, თუმცა, ზოგიერთი მოწმის ინფორმაცია არაფრის მიმცემია სასამართლოსთვის, ამიტომ შეჯერდებიან, რომელი მოწმის დაკითხვა მოხდება შემდგომ პროცესზე.

თავად მერაბ კვირიკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო:"ინტერპრესნიუსი"скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com