ამბები




საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია



საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია. „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 25:16 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ ტიტულთან ერთად საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულეს გათამაშება. 

ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ფინალურ მატჩზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com