...
ამბები

როგორ უნდა განასხვაოს მყიდველმა ცხენის ან ვირის ხორცი საქონლისგან

Avatar


გასულ კვირას AMBEBI.GE თბილისში, კერძოდ, გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ დახლებზე, ცხენის ხორცით სავარაუდოდ ვაჭრობაზე წერდა. ამ საკითხით ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დავინტერესდით, საუბარი იყო იმაზე, გლდანში თუ როგორ კლავენ ცხენებს და საქონლის ხორცად ასაღებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ, თუმცა გლდანში ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები აქამდე დაფიქსირებულა, რასაც სააგენტოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
თეა შველიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
"სურსათის ეროვნულ სააგენტოს არცერთი შეტყობინება სოციალურ ქსელში გავრცელებულიც კი, არ დაუტოვებია რეაგირების გარეშე. როდესაც ინტერნეტმომხმარებელს აქვს ასეთი ფაქტი, მისი ვალდებულებაც არის, რომ დარეკოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე და დატოვოს შეტყობინება. თუ მომხმარებელი ითანამშრომლებს ოფიციალურ უწყებებთან, არავინ დატოვებს მომხდარს რეაგირების გარეშე. როგორც აღნიშნეთ, საუბარია გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ იქ არსებულ გარევაჭრობაზე. გეტყვით, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს.
- ვინ აკონტროლებს აგრარულ ბაზარს?
- აგრარული ბაზრის შემოწმების შესახებ სისტემატურად ვავრცელებთ ინფორმაციას. ხორცის კონტროლი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც ის მაღალი რისკის სურსათს მიეკუთვნება და მნიშვნელოვანია, დაცული იყოს შენახვისა და რეალიზაციის პირობები. რაც შეეხება ცხენის ხორცს, გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს ვამოწმებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გასულ წელს, 500 კილოგრამზე მეტი ცხენის ხორცი გამოავლინა გლდანის მიდებარე ტერიტორიაზე. როდესაც მსგავსი დარღვევის ფაქტი ფიქსირდება, სააგენტო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს.
მაგალითად, იყო ასეთი ფაქტიც, როცა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. შემოწმების შედეგად, ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა "ფორმა N2". დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცს რეალიზაციიდან იღებენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით ანადგურებენ. ასე რომ, თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ფაქტი, შეუძლია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501-ზე შეტყობინება დატოვოს", - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
როგორ უნდა ამოიცნოს მომხმარებელმა ცხენის ან ვირის ხორცი და როგორ განასხვავოს საქონლის ხორცი, საკვებად უვარგისი ხორცისგან - AMBEBI.GE ინდმეწარმე არჩილ დალაქიშვილს დაუკავშირდა, რომელიც თბილისის ზოოლოგიურ პარკს ცხენისა და ვირის ხორცით ამარაგებს.
ინდმეწარმე თეთრწყაროში ცხვარ-ძროხასაც ინახავს, ზოოლოგიურ პარკთან კი ხელშეკრულება ცხენის და ვირის ხორცით მომარაგებაზე აქვს დადებული და საქონლის ხორცი ნაკლები რაოდენობით შეაქვს. ტენდერი რამდენჯერმე მოიგო.
"თავიდან ეს საქმე გამიჭირდა, მაგრამ მერე ხალხმა გამიცნო და ახლა უკვე თავად მოჰყავთ ჩემთან პირუტყვი. მთელი საქართველოს მასშტაბით, ცხენის და ვირის ბევრი მომწოდებელი გვყავს - გლეხებისგან ვიძენთ, ჩვენთან ჩამოჰყავთ, სასაკლაოში. დაკლული ხორცი კი უკვე ზოოპარკში შეგვაქვს.
- თქვენი მომწოდებლები ცხენს და ვირს სპეციალურად თქვენთვის აშენებენ?
- არა. ვთქვათ, ცხოველი დაბერდა, ან ფეხი მოტყდა, ან არ მუშაობს - მხოლოდ ასეთები. მთავარია, ჯანმრთელი იყოს. წლების წინ პირუტყვი კერძო სასაკლაოებში იკვლებოდა. ახლა რომ დაიკლას, სურსათის სააგენტოს მიერ მინიჭებული სპეციალური საშვი უნდა ჰქონდეს. ბოლო დროს ვარკეთილშია ასეთი სასაკლაო, რომლითაც ვსარგებლობთ.
- დასაკლავ პირუტყვს თუ უტარდება შემოწმება?
- კი, უტარდება და მას მალეინიზაცია ჰქვია. თუ რამე დაავადება აქვს, ამ პროცედურის საშუალებით ვლინდება - თვალში სპეციალურ სითხეს უწვეთებენ და 24 საათის განმავლობაში ვლინდება. ამ საქმეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ. დაავადება სხვადასხვა სიმპტომით გამოიხატება, მათ შორის, თვალზე ცრემლდენით (სპეციფიკური სიმპტომებია) და ასეთი ცხოველი ნადგურდება, დანარჩენი სახორცედ დაიკვლება და თბილისის ზოოლოგიურ პარკს მოეწოდება. (განაგრძეთ კითხვა)

წყარო:ambebi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com