ქართველი მასწავლებლის და მისი მოსწავლეების მხიარული ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა



შორენა თამაზაშვილი თბილისის 139-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგია, რომელიც უკვე მეორე წელია ყოველ დღეს დღესასწაულად უქცევს თავის პატარებს. როგორც მშობლები ყვებიან, განსხვავებულია მისი ჩატარებული ყველა გაკვეთილი, ორიგინალურია მისი ღონისძიებები.
ამ პატარა ვიდეოშიც ჩანს შორენა მასწავლებლის დამოკიდებულება პატარების და საკუთარი საქმის მიმართ. როგორც თავად ამბობს, მსგავსი ვიდეო ინტერნეტში ნახა - ამერიკელი მასწავლებელი თავისი კლასის ყველა მოსწავლეს ორიგინალურად ესალმებოდა. ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, თავადაც მოეფიქრებინა რაღაც მსგავსი და ბავშვებიც გაეხარებინა და მათი მშობლებიც. 

mshoblebi

- ზუსტად ერთ კვირაში ვასწავლე ბავშვებს ეს მისალმება და ხშირად გამივიყენებთ კიდეც, - ამბობს შორენა თამაზაშვილი, - ეს მშობლებისთვის სიურპრიზი იყო. დედის დღეს მივუძღვენით. ასე მხიარულად დავიწყეთ... დიდი ემოცია, ოვაციები გამოიწვია მშობლებშიც და კოლეგებშიც.
მერე ვისაუბრეთ გამოჩენილი ადამიანების დედებზე, ბავშვებმა დღეს უკვე ზეპირად იციან ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ილია მეორის, ყაზბეგის, ზვიად გამსახურდიას, სესილია თაყაიშვილის, ექვთიმეს, რევაზ ინანიშვილის, ლადო გუდიაშვილის და ბევრი სხვა გამოჩენილი ქართველის დედების სახელ-გვარები. იცნობენ  დედა-შვილების ამაღელვებელ წერილებს. როცა ღონისძიებას ვგეგმავ, მიზნად ბავშვებში რაღაც მნიშვნელოვანის გაღვივებას ვისახავ... ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით! (ვიდეო იხილეთ აქ )

წყარო:mshoblebi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com