ამბები

მსოფლიოში აღიარებული ქართველები, რომლებმაც წარმატების გამო "ქართველობა დაკარგეს"

Avatar
T:555 000 289


თუ ადამიანი რაიმეს გაკეთებას ბავშვობიდან ოცნებობს, და ამისათვის ნიჭთან ერთად მიზანსწრაფვაც აქვს, მას ოცნება აუცილებლად აუხდება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან ცნობილი ქართველები, რომლებსაც კარიერის შესაქმნელად გვარის თუ სახელის შეცვლა დასჭირდათ. არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა იწყებენ სახელის მოხვეჭას, რის გამოც იგივე გზას მიმართეს.


გრეგორი ლეპსი - რუსული შოუ-ბიზნესის ქართველი ვარსკვლავი. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, გრეგორი ლეპსვერიძემ 30 წლის ასაკში რუსეთის დაპყრობა გადაწყვიტა. მაშინ სოჭში ცხოვრობდა, მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა და ერთ-ერთ რესტორანში მღეროდა. შემოსავლიანი სამსახური მიატოვა, მოღვაწეობა დაიწყო ერთ-ერთ ჯგუფში დაიწყო, სადაც გვარი შეუცვალეს და გრიშა ლეპსვერიძე გრეგორი ლეპსად იქცა. თუმცა, ჯგუფმა მას წარმატება ვერ მოუტანა და, ფინანსური პრობლემების გამო, ისევ სოჭში დაბრუნდა.

შემდეგ იყო ცუდი პერიოდიც, თუმცა, რუსი მეგობრების დაძალებით, ის კვლავ მოსკოვში დაბრუნდა. 10-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, წარმატებული კარიერის ეპოქაც დაიწყო. რუსებს გრეგორი ლეპსი ძალიან უყვართ და აფასებენ კიდეც. 2002 წლიდან დღემდე, მიღებული აქვს 20-მდე სხვადასხვა მუსიკალური ჯილდო. 2011 წელს კი გრეგორი ლეპსს რუსეთის დამსახურებული არტისტის ტიტულიც მიენიჭა.

გრეგორი ცნობილი ადამიანების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც მედიასთან კონტაქტი არ უყვარს. თუმცა, ჟურნალისტები მის შესახებ მაინც ბევრს წერენ, უყვართ მისი ნიჭი და აკრიტიკებენ ფულის სიყვარულისთვის. სხვადასხვა გამოცემისა და სოციალური გამოკითხვის მონაცემებით, გრეგორი ლეპსი რუსეთის ყველაზე წარმატებული და ძვირადღირებული მომღერალია. 

Rating

მუსიკოსი ბესიკ შპეტიშვილი, იგივე ბრენდონ სტოუნი, საქართველოდან შორს, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თუმცა, ყოველი კონცერტის წინ, ხმამაღლა და სიამაყით აცხადებს, რომ ქართველია. ის თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მთელი ოჯახი გერმანიაში საცხოვრებლად 1991 წელს წავიდა. გამოცდები კონსერვატორიაში ჩააბარა და ჯაზ-პიანისტი გახდა. ბერლინში საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც გახსნა. ცენტრალურ ქუჩაზე კი, შარლოტენბურგის რაიონში, აქვს საკუთარი კლუბი „ნიუ ვესთ“ი, სადაც ქართულ სიმღერებს თავად მღერის.  2005 წელს იურმალაში ერთ-ერთი კონკურსანტი იყო და ''ახალ ტალღაზე'' ესპანეთს წარმოადგენდა. დღეს ის რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში საპატიო სტუმრის სახელით სარგებლობს. 

Rating

ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ლორიგი, იგივე ქვრივიშვილი. ის საკმაოდ წარმატებული და პოპულარული ადამიანია უცხოეთში – ნომერ პირველი მშვილდოსანი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი და მწვრთნელია. მისი სპორტული კარიერა საქართველოში დაიწყო. „შიმშილის თამაშებში” მონაწილე ვარსკვლავი – ჯენიფერ ლოურენსი სწორედ ხათუნამ მოამზადა გადაღებებისთვის და მშვილდოსნობა ასწავლა. ხათუნა ამერიკის წარმატებულ ქალ მშვილდოსანთა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, 4-გზის ოლიმპიელი და ბევრი სხვა ჯილდოს მფლობელია. ამჟამად, ამერიკელ მშვილდოსანთა შორის საუკეთესო რეიტინგი აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სპორტის ეს სახეობა საქართველოში არავის აინტერესებდა. ამიტომაც, 90-იან წლებში, შეერთებულ შტატებში წასვლა მოუწია. ის პოპულარულია და ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით მუშაობა და მათი მასწავლებლობა უწევს. ამერიკულმა გამოცემა „ESPN“-მა გამოაქვეყნა ამერიკის ტოპ-ათლეტთა გალერეა, სახელწოდებით: „როგორ გამოიყურებიან ტოპ-ათლეტები ტანსაცმლის გარეშე”. მსოფლიოში ცნობილ ათლეტთა შორის, რომლებიც ამ გამოცემისთვის გაშიშვლდნენ, ხათუნა ლორიგიც მოხვდა.

Rating

ესპანეთში პოპულარული ქართველი ბოდიბილდერი ირაკლი თორელი, რომელსაც ჯორჯიო ტორელით იცნობენ. სახელის დამკვიდრებამდე რთული ცხოვრება გაიარა. დღეს უკვე მალაგას ჩემპიონი, ანდალუსიისა და ესპანეთის პრიზიორია. პოპულარულ ბოდიბილდერს მუსიკალურ კლიპებშიც იღებენ. დახვეწილი გარეგნობის ქართველი ლონდონიდან ესპანეთში ჩამოსულმა რეჟისორებმაც შეამჩნიეს და გადაიღეს ბრიტანულ ტელესერიალში, სადაც მცირე როლი ითამაშა.

Rating

საქართველოში დაბადებული და ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობი და მომღერალი ელენა სატინი (სხირტლაძე). ელენა პოპულარულ ამერიკულ სათავგადასავლო სერიალ „Agents of S.H.I.E.L.D.“-ში გადაიღეს, რამაც დიდი წარმატება მოუტანა.

დევიდ კომა 10 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად სანკტ-პეტერბურგში საცხოვრებლად გადავიდა. იქედან 15 წლის ასაკში ლონდონში გადაინაცვლა. ის წარმატებული დიზაინერია და მისი შექმნილი სამოსით, ისეთი ცნობილი ადამიანები იმოსებიან, როგორებიც არიან: კაილი მინოუგი, მეგან ფოქსი, ლედი გაგა, ბიონსე, რიჰანა და სხვა.

გიორგი აგიაშვილი
 (ცნობილი, როგორც ჯორჯ ფინი) — ჰოლივუდის მსახიობი. მას არაერთი კინოროლი აქვს შესრულებული და ჰოლივუდელ გოგონებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წყარო:reitingi.ambebi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com