ამბები




ზესტაფონში სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბი რეაბილიტირდება


ზესტაფონში სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბი რეაბილიტირდება

სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. პროექტის მიხედვით, გვირაბის ფეხით სავალი ნაწილი ფილებით მოეწყობა, შეიღებება გარე ფასადი, დამონტაჟდება განათების სისტემა. კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 54 414 ლარს შეადგენს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქის მერმა კახაბერ მახათაძემ, მოადგილესთან დავით ჩირგაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის დაკვეთით სამუშაოებს შპს „აკაია“ ახორციელებს. რეაბილიტირებული გვირაბით სარგებლობა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც უფრო კომფორტული გახდება.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com