...
ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კალათბურთელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Avatar
T:555 000 289


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ბრალდების საქმეზე დაკავებულებს - ვაჟა კ.-ს, ზაზა მ.-სა და თემურ დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა, ირაკლი ბ.-სა და დავით ბ.-ს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, 5000-5000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
„ბრალდებულებს ვაჟა კ.-ს, ზაზა მ.-ს, ირაკლი ბ.-ს და დავით ბ.-ს, ბრალად ედებათ კომერციული მოსყიდვა, ე.ი. პირს მიერ, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში, ახორციელებს წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას პირდაპირ, თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მან სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით განახორციელოს რაიმე ქმედება მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად. ხოლო ბრალდებულ თემურ დ.-ს გამოძიება ჯგუფურად, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას ედავება.
შუამდგომლობის თანახმად, 2017 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ დირექტორმა და მწვრთნელმა ვაჟა კ.-მ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის ყოფილმა წევრმა თემურ დ.-მ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის „სუპერ ლიგის“ მსაჯები - ზაზა მ., დავით ბ. და ირაკლი ბ., დავით დ.-ს შეახვედრეს. შეხვედრისას, მსაჯებმა დაადასტურეს, რომ თანხის სანაცვლოდ უზრუნველყოფდნენ თამაშებში სასურველი შედეგების დაფიქსირებას. შეთანხმების თანახმად, 2017 წლის 15 დეკემბერს, ს/კ ‘’რუსთავსა’’ და ს/კ ‘’ბათუმს’’ შორის გასამართი შეხვედრის პირველ პერიოდს ს/კ ‘’რუსთავი’’ ზაზა მ.-სა და დავით ბ.-ს მსაჯობით მოიგებდა არანაკლებ 5 ქულით, ასევე 2017 წლის 15 დეკემბერს ს/კ ‘’დინამო’’ ირაკლი ბ.-ს მსაჯობით ს/კ ‘’ქუთაისს’’ 08-ზე მეტი ქულით არ მოუგებდა, ხოლო 2017 წლის 16 დეკემბერს ზაზა მ.-სა და ირაკლი ბ.-ს მსაჯობით, ს/კ ‘’სოხუმი’’ წააგებდა ს/კ ‘’ოლიმპთან’’ არანაკლებ 28 ქულით. მატჩებში, გარიგებული შედეგების დაფიქსირების შემდგომ, ბრალდებულებმა დავით დ.-ს გამოართვეს თანხა, ჯამში 36 000 ლარის ოდენობით, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს.
შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ვაჟა კ.-ს, ზაზა მ.-ს და თემურ დ.-ს მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოიყენა. რაც შეეხება ბრალდებულებს, ირაკლი ბ.-სა და დავით ბ.-ს, სასამართლომ მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით შეარჩია,“ - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ე.წ. კალათბურთელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 8 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com