ამბები




სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა





თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ იოსებ ვარდიაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და იოსებ ვარდიაშვილი განზრახ მკვლელობის ჩადენაში დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. 

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 15 იანვარს, დაახლოებით 18:35 საათზე, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იოსებ ვარდიაშვილს ზაზა ქისტაურთან პირადი უთანხმოების ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც იოსებ ვარდიაშვილმა სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზაზა ქისტაურს გულმკერდის არეში ესროლა. 
”მიღებული ჭრილობის შედეგად ზაზა ქისტაური ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა იოსებ ვარდიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იოსებ ვარდიაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com