ამბები




ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს





სამაუწყებლო კომპანია რუსთავი -2 ის გენერალური დირექტორი დაკითხვაზე დაიბარეს. ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალ, დღის მეორე ნახევარში უნდა მივიდეს, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.

ხვალვე დაკითხვაზეა დაბარებული პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ის ჩვენებას სამართალდამცველებს 17 საათზე მისცემს.

ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, იმ სისხლის სამართლის საქმეზე მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორისა და მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტზე აღძრა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, ინტერნეტში გუშინ რუსულ საინფორმაციო რესურსზე აიტვირთა, ნიკა გვარამიამ საუბარის ნამდვილობა დაადასტურა, თუმცა მისი განმარტებით ჩანაწერი დამონტაჟებულია.

დღესვე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შესახებ პირველი კომენტარი პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა, მისი თქმით, სატელეფონო საუბრიდან მოხდა იმ ნაწილის ამოჭრა, სადაც ის ამბობს, რომ სახელმწიფო ხალხისთვის არ ეკუთვნის არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას.

ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ სატელეფონო საუბრის ჩაწერა და გამოქვეყნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა.

„შევეგუე იმას, რომ მისმენენ, ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან, მარტო მისმენენ კი არა ჩვენზე ზეწოლაა, რაც კი შეიძლება მოხდეს ვინმეზე ხდება ჩვენს პარტიაზე. მაგრამ არაფერია გავუძლებთ, ხომ იცით კანონია, რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. ჩვენ წინააღმდეგობას გავაძლიერებთ. ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. თუნდაც ის, რომ ეს საუბარი ნამდვილი იყო მე ამას ვადასტურებ. ამოჭრილია ის, რომ ბატონ ნიკას ვუთხარი, რომ მე არ ვარ არც ქართული ოცნების, არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და მე ვარ ხალხის წარმომდგენელი. ზუსტად მაგიტომ შემოვედი პოლიტიკაში და მე რომ მდომებოდა რომელიმე მხარეს ყოფნა ვინ დამიშლიდა დავუდგებოდი გვერდში. არ მინდა ბატონებო, არც ერთი არ ვარგა და არც მეორე. ჩემის აზრით სულ სხვა რაღაც არის გასაკეთებელი,"-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.


წყარო rustavi2.com

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com