ამბები




იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი დაკავებულია - შსს-ს საგანგებო განცხადება




კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრერსსამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და ასევე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ.ჭ დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოების და ხეშეუხებლობის გარანტად ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული მისი ახლობისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. ამის სემდეგ მიდინარე წლის 14 სექტემბერს კაჭარავამ და ზურა ჭ.-მ აღნიშნულ მოქალაქეს ეს თანხა გამოსძალეს რა დორსაც დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლებია აღკვეთა ვადით 11-დან 15 წლამდე.

შსს და სახელწიფო უსაფრტხოების სამსახური დაუყონებლივ რეაგირებას ახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, მათ შორის სისტემის შიგნით. მომავალშიც ეს უკომპრომისო ბრძოლა განაგრძელდება", - განაცხადა თეა პერტაიამ.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com