ამბები

მებაჟეებმა "წითელ ხიდზე" 18 კილოგრამზე მეტი, ოქროს ზოდები აღმოაჩინეს





15 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდი"-ს კონტროლის ზონაში სხვადასხვა სინჯისა და წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები (19 ცალი) საერთო წონით 18.6 კილოგრამი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკანონო ტვირთი აზერბაიჯანის მოქალაქის, ა.ი-ს სატრანსპორტო საშუალების რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავრძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში იქნა აღმოჩენილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 1 322 763 ლარი შეადგინა.

 

 

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com