...
ამბები

ტერორისტული აქტის მუქარისთვის ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

Avatar
T:555 000 289



2016 წლის 31 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ვახტანგ ხ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე, ინფორმაციას ამის შესახებ საქალაქო სასამართლო ავრცელებს: "წარდგენილი ბრალის თანახმად, ვახტანგ ხ.-ს ბრალად ედება ტერორისტული აქტის მუქარა, ესე იგი ტერორისტული მიზნით აფეთქების და ადამიანზე თავდასხმის მუქარა, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. საქმე ეხება, სოციალური ქსელის მეშვეობით, 2016 წლის 28 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც თბილისში, 29 ივლისს, 12 საათსა და 30 წუთზე აფეთქების მუქარას შეიცავდა. სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას, ამასთან სასამართლომ გაითვალისწინა მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, რომელიც უალტერნატივოდ, ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესაბამისად მაღალია ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, უნდა დაიკითხონ მოწმეები, შესაბამისად არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახის- დაპატიმრების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 22 სექტემბერს 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება." - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com