ამბები




თბილისში ტერაქტის მუქარის შემცველი პოსტის გამო 23 წლის დუისელი ახალგაზრდა დააკავეს




თბილისში აფეთქების მუქარის შემცველი ტექსტის სოციალურ ქსელში გავრცელების გამო, სოფელ დუისში მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. როგორც ,,ნიუპოსტსთან" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრი აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელმა, რომელსაც პროფილის სურათად ISIS-ის ტერორისტის ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) ფოტო აქვს, აფეთქების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა სტატუსთან ერთად, რომელიც თბილისში 12:30 საათზე „ფეირვერკის" შესახებ იტყობინებოდა. აღნიშნული პოსტი ინტერნეტმომხმარებლებმა თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარად მიიჩნიეს.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებებს სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ფაქტზე ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა გამოძიება ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”- აცხადებენ სუს-ში.

წყარო: http://www.newposts.ge/

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com