ამბები




საქარველოში ჩეხი ტურისტი გოგონას გააუპატიურების ბრალდებით გამოძიება დაიწყო


 

საქარველოში ჩეხი ტურისტი გოგონას გააუპატიურების ბრალდებით გამოძიება დაიწყო

 ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. "

"სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ჩეხი ტურისტის თქმით, ის, ღამით, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საოჯახო სასტუმროში გააუპატიურეს, სადაც ღამის გასათევად დაბინავდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, ახალგაზრდა გოგონამ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზზე, 21 ივნისს, ღამით, 03:11 საათზე დარეკა და განაცხადა, რომ გააუპატიურეს. გამოძახების ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის რაიონული განყოფილების წარმომადგენლები მივიდნენ. ექიმებმა გოგონა წნორში, „არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრშიც დაუდასტურეს და წნორის კლინიკაშიც. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ოთარ რუაძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და პოლიციელებმა ის ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. საქმეს სიღნაღის პოლიცია იძიებს. დანაშაული სასჯელის სახით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე." –სრული ვერსია იხილეთ http://www.ick.ge/


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com