ამბები




22 წლის სალომე აქირბას ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით დაეჯახა,


 

22 წლის სალომე აქირბას ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით  დაეჯახა,

 
შსს ინფორმაციით ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი თანამდებობიდან უკვე გადადგა. უწყების ინფორმაციით, დიდიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 22 წლის სალომე აქირბა, რომელსაც ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით დაეჯახა, მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის. როგორც მეგა-ტვისათვის გახდა ცნობილი ავარიის შედეგად დაზარალებული 22 წლის სალომე აქირმა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. ამ დროისათვის ექიმების განცხადებით პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია. აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა და სისხლჩაქცევები, დაზიანებები გულ-მკერდისა და ხერხემლის არეში . ექიმების განცხადებით სალომე აქირბას მდგომარეობა მძიმეა და მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყოველგვარ ღონეს ხმარობენ. როგორც ცნობილია დედა-შვილი ანაკლიაში გაჩერებაზე იდგა და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდა, რა დროსაც სალომე აქირბას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com