ამბები




"შემიყვარე, შემიყვარე... ვიცი, ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ გთხოვ, შემიყვარე"


 
- " მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი დიდი ხანი გვიყვარდა. ქორწინების შემდგომ ერთი გოგონა შეგვეძინა. ცოტა ხანში მეორეზე დავრჩი ფეხმძიმედ. მოუთმენლად ველოდით ოჯახის ახალ წევრს ... ჩემს პაწაწინა გოგოს... და აი დადგა ის დღეც, ღამის 10 საათზე წყალი დავღვარე და
 
სამშობიაროში გამაქანეს. ღამის ორ საათზე, მშობიარობა დამეწყო და ექიმებმა ახალშობილი გულზე დამაწვინეს. ჩემს პაწაწინას მაშინვე სახეზე დავაცქერდი და ტირილი ამიტყდა... შევამჩნიე, რომ ჩემი პაწაწინა დაუნის სინდრომით დაიბადა... თვალებით ვეძებდი ვინმეს, ვინც ეჭვს გამიფანტავდა მაგრამ ეს რეალობა იყო, მე დაუნის სინდრომიანი პატარა მოვავლინე ამ ქვეყანას. მისი ერთი ციდა თვალები შემომციცინებდა და თითქოს მხოლოდ ერთ რაღაცას მეუბნებოდა: "შემიყვარე, შემიყვარე... ვიცი, ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ გთხოვ, შემიყვარე".
ექიმებმა პატარა ინკუბატორში გაიყვანეს, მე შოკირებული ვიყავი, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა და პედიატრის საბოლოო დასკვნას ველოდი. ჩემი მეგობრები და ჩემი მეუღლე კი პატარასთან ერთად პოზირებდნენ, ასობით ფოტოს იღებდნენ, თითქოს არაფერი განსხვავებული არ მომხდარა. მეც თითქოს აღარ ვღელავდი და მშვიდად ველოდი ექიმის პასუხს, მანამ კი ვიხსენებდი, 

მოვეფერე თუ არა ჩემს პაწიას, მივულოცე თუ არა დაბადება და ვაგრძნობინე თუ არა, რომ მე მისი მშობელი დედა ვიყავი, მანამ, სანამ ინკუბატორში გაიყვანდნენ.


წაიკითხეთ  სრულად

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com