30 რამ რაც უნდა გქონდეს და იცოდე სანამ 30 წლის გახდები


 
სანამ 30 წლის გახდები, შენ უნდა გქონდეს:

1. ერთი ყოფილი შეყვარებული, რომელთან დაბრუნებაც წარმოგიდგენია და ერთი, რომლის გახსენებაც გაფიქრებინეს თუ რამდენად განვითარდი მას შემდეგ.

2. ერთი რამე სახის ავეჯი, რომელიც ადრე შენი ოჯახის არც ერთი წევრის საკუთრებაში არ იყო.

3. ისეთი ტანისამოსი, რომელსაც ჩაიცვამ მაშინ, როცა შენი ოცნების მამაკაცს შენი ნახვა 1 საათში უნდა.

4. ჩანთა, ჩემოდანი და ქოლგა, რომლის ტარებისაც არ შეგრცხვება.

5. დამაკმაყოფილებელი ახალგაზრდობა, რომელიც შეგიძლია უკან მოიტოვო.

6. ისეთი „წვნიანი" წარსული, რისი მოყოლაც აუცილებლად მოგინდება შენს სიბერეში.

7. გაანალიზებული, რომ სიბერეში გამოსაყენებელი ბიუჯეტისათვის ზრუნვა უნდა დაიწყო.

8. ელ-ფოსტა და საბანკო ანგარიში, რაზეც წვდომა მხოლოდ შენ გაქვს.

9. რეზიუმე, რომელიც ოდნავადაც კი არაა ‘გატენილი’.

10. ერთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე გაყენებს და ერთი, რომელიც პირიქით ზეგავლენას ახდენს შენზე.

11. სახრახნისების კომპლექტი, უსადენო საბურღი და შავი მაქმანიანი ლიფი.

12. რამე სასწაულად ძვირი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყიდე რომ ამას იმსახურებდი.

13. რწმენა იმისა, რომ შენ ამას იმსახურებ.

14. კანის მოვლისა და ვარჯიშის რეჟიმი და გეგმა იმ რამდენიმე ცხოვრებისეული ცვლილებების გადასაწყვეტად, რომლებიც 30 წლის შემდეგაც არ გაუმჯობესდება.

15. დამაკმაყოფილებელი კარიერის კარგი დასაწყისი, კარგი პირადი ურთიერთობა და ყველაფერი ის, რაც გაბედნიერებს.


სანამ 30 წლის გახდები შენ უნდა იცოდე:

1. როგორ შეიყვარო ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო.

2. რას ფიქრობ ბავშვების ყოლაზე.

3. როგორ დატოვო სამუშაო, დაშორდე მამაკაცს და დაუპირისპირდე მეგობარს ისე, რომ არ გააფუჭო მეგობრობა.

4. როდის სცადო უფრო მეტად და როდის გაეცალო.

5. როგორ აკოცო ისე, რომ მიხვდნენ რა გინდა და რა არ გინდა, რომ მოხდეს კოცნის შემდეგ.

6. მინისტრების, შენი დიდი ბებია/ბაბუების და ქალაქის საუკეთესო მკერავის სახელები.

7. როგორ იცხოვრო მარტო, მაშინაც კი თუ ეს ფაქტი არც თუ ძალიან მოგწონს.

8. სად წახვიდე მაშინ, როდესაც შენს სულს დამშვიდება სურს.

9. რომ შენ ვერ 
 
შეცვლი შენი ფეხების სიგრძეს, ბარძაყის სიგანეს და მშობლების ბუნებას.

10. რომ შენი ბავშვობა შეიძლება სრულყოფილი არც ყოფილიყო, მაგრამ ის დასრულდა.

11. რას გააკეთებდი და რას არ გააკეთებდი ფულის ან სიყვარულის გამო.

12. რომ არაფერ კარგს არ მოგიტანს სიგარეტი, სასმელი და ნარკოტიკი.

13. ვის შეგიძლია ენდო, ვის არ და რატომ არ უნდა მიიღო რაღაცები საკუთარ თავზე.

14. რომ არ მოიხადო ბოდიში მაშინ, როდესაც შენ არაფერ შუაში ხარ.

15. რატომ ამბობენ რომ ცხოვრება 30 წლის ასაკიდან იწყება.




წყარო - pink.ge
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com