ამბები

თქვენი შვილი რომ ბედნიერი და წარმატებული გაიზარდოს - ფსიქოლოგის ძალიან საჭირო რჩევები მშობლებს



ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილი, ამ საკმაოდ აქტუალურ საკითხზე გვესაუბრება:

- ყველა მშობელი შვილის წარმატებაზე ოცნებობს და დარწმუნებულია, რომ თუ ბავშვი პირველი კლასიდან ბევრს იმეცადინებს, უამრავ წრეზე ივლის, ინგლისურს და სხვა უცხო ენებს ისწავლის, ის აუცილებლად წარმატებას მიაღწევს. რა თქმა უნდა, სწავლა და სხვა სფეროებში განათლება ადამიანის წარმატებას ხელს უწყობს და ამაში დიდ როლს თამაშობენ როგორც მშობლები, ასევე სკოლა და სოციუმი, თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ბევრად უფრო ადრეულ ასაკში ყალიბდება, ვიდრე ბავშვი სკოლაში წავა. ეს არის ქვეცნობიერი ცოდნა საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკში ყალიბდება და ბაზისური ნდობა სამყაროს მიმართ, რომელიც ჩასახვიდან ერთ წლამდე უყალიბდება ბავშვს. დამეთანხმებით, ძალიან ძნელია მიაღწიო წარმატებას სწავლაში, იმ შემთხვევაში, თუ ქვეცნობიერად დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი შეგიძლია ან უარესი, „დებილი“, „ზარმაცი“ ხარ. 
პატარაობიდან ჩვენ ვასწავლით ბავშვს საკუთარი თავის უნდობლობას და ვუყალიბებთ დაბალ თვითშეფასებას ისეთი უწყინარი ფრაზებით, როგორიცაა: - დედას სულელი, ჩემი შტერი, დაბდურა, ეს ვერბალური ანუ სიტყვიერი ნაწილია, ასევე არავერბალურ ნაწილსაც აქვს მნიშვნელობა: ეს ყველა ისეთი ქცევაა, რომელსაც დედა ან სხვა ადამიანი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, ახორციელებს იმისთვის, რომ თითქოს დაიცვას, დაზოგოს დრო და საკუთარი „ნერვები“. მაგალითად, არ აცლის დამოუკიდებლად ფეხსაცმელზე თასმების შეკვრას, ტანსაცმლის ჩაცმას, საჭმლის ჭამას.
კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები, არის შეცდომების და მარცხის ხაზგასმა და ამასთან ერთად სწორი საქციელის არშემჩნევა, ეს ხომ ასე უნდა იყოს. ბავშვი ქვეცნობიერად ირჩევს მეტ ყურადღებას, რაც ავტომატურად მეტ შეცდომას ნიშნავს.

ჩემი რჩევები ასეთი იქნება:
1. გიყვარდეთ თქვენი შვილი მიუხედავად მისი მარცხებისა თუ წარმატებებისა;
2. გახსოვდეთ, რომ მეცადინეობა საინტერესო შემეცნებითი პროცესია და არა ვალდებულება;
3. ხაზი გაუსვით თქვენი შვილის ძლიერ მხარეებს, ყველაფერში ერთნაირად კარგი ან ცუდი ვერ იქნება;
4. იამაყეთ თქვენი შვილით;
5. დაივიწყეთ ყველა მოლოდინი, რომელიც გაქვთ, რადგან თქვენი შვილი არ უნდა ამართლებდეს თქვენს მოლოდინებს;
6. დაეხმარეთ თქვენს შვილს სწორი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებაში, გახსოვდეთ, რომ სწავლასთან ერთად სხვა ინტერესებიც უნდა ჰქონდეს;
7. გამოიყენეთ დამხმარე მასალა სწავლის პროცესში, მაგალითად, აძერწინეთ ან ახატინეთ ასოები და ციფრები და შემდეგ მისი შექმნილი ასოებით შეადგენინეთ სიტყვები;
8. ნუ ემუქრებით და ნუ აშანტაჟებთ მეცადინეობის მიზნით;
9. გახსოვდეთ, თქვენი შვილის პრობლემები სასაცილოდ გეჩვენებათ, რადგან თქვენ უკვე ზარდასრული ხართ და ეს პერიოდი დიდი ხნის წინ გაიარეთ, მისთვის კი ეს ყველაფერი პირველადაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, დაეხმარეთ და გაუგეთ... გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.
10. ხშირად უთხარით, რომ ძლიან გიყვართ და ყოველთვის დაეხმარებით როგორც კი დასჭირდება. ნუ ცდილობთ მასთან ერთად აკეთოთ დავალება ან სულაც მის მაგივრად, უბრალოდ იყავით ახლოს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ სწორი პასუხის აღმოჩენაში და როდესაც აღმოაჩენს - შეაქეთ!

წყარო: www.mshoblebi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com