ამბები




როგორ დავიკლოთ წონაში წყლის დახმარებით?


წლის სმა მთელი დღი განმავლობაში შესანიშნავიი გზაა იმისთვის, რომ დიეტით მიღებული შედეგი გაიუმჯობესოთ. ჩვენ გასწავლით ეს როგორ გააკეთოთ.
1- წყლის სმა მთელი დღის მანძილზე აუცილებლად დაგეხმარებათ ძალიან არ მოგშივდეთ და კალორიული პროდუქტებისკენ ხელი არ წაგიცდეთ. თუ ეცდებით, რომ კუჭი წყლით გქონდეთ სავსე, აუცილებლად მოახერხებთ იმასაც, რომ ნაკლები ჭამოთ, ნაკლები კალორიის მიღება კი წონის კლების პროცესს მაქსიმალურად განაპირობებს.
2- ჭამამდე აუცილებლად დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, უკვე ძალიან ბევრმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჭამის წინ ერთი ჭიქა წყალი კარგად მოქმედებს საჭმლის მომენელებელ სისტემაზე და მნიშვნელოვნად ეხმარება სხეულს წონის დაკლების პროცესში.
როგორც გაირკვა, წყლის მოხმარება საკვებთან მიმართებაში, ხანდაზმულებში ბევრად უფრო შედეგიანად ხდება, ვიდრე ახალგაზრდებში, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მაღალკალორიულ საკვებს წყლის დიდი რაოდენობით მოხამრება ვერაფერს უშველის, ამიტომ ეცადეთ შეამციროთ საკვები ულუფები.
ზოგიერთი კვლევა კი მოგვიწოდებს, რომ სავსე ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ კვებამდე, კვების დროს და კვების შემდეგ, რათა დავაჩქაროთ მონელების პროცესი და წონაში კლება უფრო ეფექტური გავხადოთ.
3- ჩაანაცვლეთ ტკბილი სასმელები წყლით- კოკას, ფანტას, სპრაიტის, სხვა გაზიანი და ტკბილი სასმელების ნაცვლად გამოიყენეთ წყალი, ამ გზით თავიდან აიცილებთ ძალიან ბევრ პრობლემასა და ასობით კალორიას.
4- დალიეთ ცივი წყალი იმისთვის, რომ გაზარდოთ მეტაბოლიზმის პროცესი, კველვების შედეგად დადგინდა, რომ ცივი წყალს სჭირდება დამატებითი ენერგია იმისთვის, რომ სხეულის ტემპერატურამდე მივიდეს, სწორედ ამიტომ ის ძალიან ეფექტურია. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები ამ დროს ძირითადად წვავენ ცხიმებს, ხოლო ქალბატონები ნახშირწყლებს.
5- წყლის მოხმარების პარალელურად შეამცირეთ მარილის მიღება, ამ გზით თქვენ შეძლებთ ბევრად უფრო ეფექტური გახადოთ წონაში კლების პროცესი.
6- წყლისა და კალორიების რაოდენობა მაქსიმალურად შეუთავსეთ ერთმანეთს. თუ წონაში დაკლება გსურთ მიიღეთ 2- 3 ლიტრი წყალი, ქალბატონებმა დღეში 1200, ხოლო მამაკაცებმა 1500 კალორია. ასე შეძლებთ წონაში კლების პროცესი სტაბილური გახადოთ და შედეგი დიდხანს შეინარჩუნოთ.
http://life.mediamall.ge/
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com