ამბები




ჩაის ისტორია



ჩინურ, ინდურ და იაპონურ მითოლოგიაში არსებობს მრავალი ლეგენდა, თუ როგორ იქნა აღმოჩენილი პირველი ჩაის ბუჩქი. თავდაპირველად ჩაის გამოიყენებდნენ სამკურნალოდ. მხოლოდ V საუკუნიდან დაიწყეს ჩინეთში მისი გამოყენება, როგორც სასმელის. X საუკუნეში კი ჩაი გახდა ჩინეთის ნაციონალური სასმელი.
ევროპაში ჩაი XVI საუკუნეში პორტუგალიიდან და ჰოლანდიიდან შემოვიდა. 
ინგლისში ჩაი XVII საუკუნეში გაჩნდა, მაგრამ ვინაიდან ჩაი ძალიან ძვირად ფასობდა მისი დაგემოვნება მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. მხოლოდ XVIII საუკუნეში გახდა ხელმისაწვდომი ჩვეულებრივ მაცხოვრებლებისთვისაც. ინგლისში გაიხსნა ჩაის მაღაზიები და "ჩაის სახლები". ინგლისი ჩაიმ დაიპყრო.
რუსეთში ჩაი პირველად XVI საუკუნეში გამოჩნდა. მაგრამ მისი გამოყენება და სმა XIX საუკუნეში დაიწყეს. ჩაის ადუღებდნენ ჩაის მოსამზადებელ დანადგარში - სამოვარში. მთელს რუსეთში გაიხსნა ჩაის სახლები. მოსახლეობაში გაჩნდა ჩაიზე მიპატიჯების ტრადიცია.
საქართველოში პირველი ჩაის პლანტაციები გაჩნდა XIX საუკუნეში.
XIX საუკუნის 30-იან წლებში, თავადმა მიხა ერისთავმა მოიყვანა ჩაი თავის ტერიტორიაზე, ოზურგეთთან ახლოს. მან წაიღო ქართული ჩაის ნიმუში რუსულ გამოფენაზე სანკ-პეტერბურგში. ეს იყო პირველი ქართული ჩაი. XIX საუკუნის ბოლოს კი ქართული ჩაი დაჯილდოვდა ოქროს მედალით მსოფლიო გამოფენაზე პარიზში.
angel.ge
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com