ამბები




დროის ცნების მეტაფიზიკური ახსნა კანტის მიხედვით


.დრო არის ემპერიული ცნება, გამოყვანილი რაიმე გამოცდილებიდან, ვინაიდან ერთდროულობა თუ თანამიმდევრობა არც კი აღიქმებოდა ა პრიორი საფუძვლად რომ არ ედოს დროს წარმოდგენა, მხოლოდ ამ პრობით შეიძლება წარმოდგენა იმისა, რომ რაღაც არსებობს ერთსა და იმავე დროს (ერთდროულად)ან სხვვადასხვა დროს (ერთმანეთის შემდეგ) 2. დრო აუცილებელი წარმოდგენაა, რომელიც ყველა მჭერეტელობას საფუძვლად უდევს, საერთოდ მოვლენების განხილვისას თვით დროის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა მოვლენების სრულიად თამამად შეიძლება მოცილდეს დროს. მაშასადამე დრო ა პრიორი მოცემულია. მხოლოდ მასშია შესაძლებელი მოვლენათა მთელი სინამდვილე. ყველა ისინი შეიძლება უარიყოს, მაგრამ თვით დრო(როგორც მოვლენათა შესაძლებლობის საყოველთაო პირობა) არ შეიძლება მოიხსნას. 3. ამ აუცილებლობას ა პრიორი ემყარება აგრეთვე აპოდიქტურ ძირითად დებულებათა შესაძლებლობა დროის მიმართებათა ან დროის აქსიომათა შესახებ საზოგადოდ დროს აქვს მხოლოდ ერთი განზომილება: სხვადასხვა დრო ერთად როდია, არამედ ერთმანეთის შემდეგ (ისე როგორც სხვადასხვა სივრცეები, ერთმანეთის კიარა, ერთდროულად არიან). ეს ძირითადი დებულებანი გამოცდილებიდან არ გამოიყვანება, რადგან გამცოდილება ვერ მისცემდა ვერც მკაცრ ზოგადობას და ვერც აპოდიქტურ უტყუარობას. ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ გვეთქვა: ასე გვასწავლის ამას ჩვეულებრივი აღქმა, მაგრამ ვერ ვიტყოდით: რომ ასე უნდა იყოს, ეს ძირითადი დებულებანი ითვლებიან წესებად, რითაც საერთოდ შესაძლებელია გამოცდილება; ისინი გვასწავლიან გამოცდილებამდე და არა გამოცდილების საშუალებით. 4. დრო არ არის დისკურსიული, ან როგორც უწოდებენ, ზოგადი ცნება, არამედ გრძნობადი მჭვრეტელობის წმინდა ფორმა სხვადასხვა დრო ერთი და იმავე დროის მხოლოდ ნაწილებია, მაგრამ წარმოდგენა, რომელიც შეიძლება მოცემული იყოს მხოლოდ ერთადერთი საგნით, ჭვრეტაა, ზოგადი ცნებიდან არ გამოიყვანება აგრეთვე ის დებულება, რომ სხვადასხვა დრო არ შეიძლება ერთად იყოს, ეს დებულება სინთეზურია და ხმოლოდ ცნებიდან ვერ წარმოდგება. მაშასადამე, უშუალოდ მოცემულია დროის მჭვრეტელობასა და წარმოდგენაში. 5. დროის უსასრულობა სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას რომ დროის ყოველი განსხაზღვრული სიდიდე შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლად მდებარე ერთი დროის შემოფარგვლით, ამიტომ დროის თავდაპირველი წარმოდგენა მოცემული უნდა იყოს როგორც შესამოუსაზღვრელი, მაგრამ თუ საგნის ნაწილები და მისი ყოველი სიდიდე მხოლოდ შემოზღუდვის გზით შეიძლება განსაზღვრულად წარმოვიდგინოთ, მაშინ მთელი წარმოდგენა არ შეიძლება ცნებების საშუალებით (რადგან ცნებები შეიცავენ მხოლოდ ნაწილწარმოდგენებს), რამეთუ მათ საფუძვლად უნდა ედოს უშუალო ჭვრეტა.
ka.wikipedia.org

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com