ამბები

ორიონიდების მეტეორთა წვიმა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩანს (6 ფოტო)


 
 

ვარსკვლავების ყურებაზე შეყვარებულთათვის საუცხოო პერიოდი დგას. ღამის ჯადოსნური ცის კვირეული გრძელდება. დედამიწა ჰალეის კომეტის მიერ დატოვილი ნარჩენების ზონაშია გასული, ამიტომაც უკვე ერთი თვეა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ცაში ორიონიდების მეტეორთა ცვენას ხედავენ.

მომხიბვლელი სანახაობა პიკს სწორედ დღეს, 21 ოქტომბრის ღამეს, მიაღწევს. ორიონიდების მეტეორთა წვიმას ამ ღამით მსოფლიოს გარშემო ყველა იხილავს. მეტეორთა ცვენის ღამეების მკვეთრი ხილვადობა 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება, თუმცა მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან მას 7 ნოემბრამდე დაინახავენ.

საათში 20-ზე მეტი მეტეორის დანახვა იქნება შესაძლებელი, მათი ყველაზე დიდი ოდენობა კი გამთენიისას, მზის ამოსვლამდე იქნება შესაძლებელი. 

მანამდე კი ვიმედოვნოთ, რომ ბუნების ამ მომაჯადოებელ შოუს ხილვადობას მთვარის სინათლე არ შეუშლის ხელს.

წელს დედამიწამ ჰალეის კომეტის კუდში მაისის შემდეგ უკვე მეორედ გაიარა.



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com