ამბები




მოცვი ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს


 

 ცინცინათის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მოცვი აუმჯობესებს თავის ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს, რაც თავისთავად ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის საშუალებასაც იძლევა. მეცნიერებმა მოცვის ეფექტის ტესტირება 25 000 პენსიონერზე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ამ კენკრის რეგულარულად მომხმარებლები უკეთ მოძრაობდნენ და უკეთ ეძინათ. ექსპერიმენტის ჩატარების დროისთვის პენსიონერთა შესაბამის ჯგუფებს უკვე აღენიშნებოდა გარკვეული კოგნიტიური დარღვევები, კონკრეტულად ის ცვლილებები, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკფაქტორებად არის მიიჩნეული. მოცვი საგრძნობლად დაეხმარა ექსპერიმენტში მონაწილეებს კოგნიტიურ მაჩვენებელთა გაუმჯობესებაში (პენსიონერები უკეთ ართმევდნენ თავს მეხსიერების საკონტროლო ტესტებს. მათ ტვინის გაზრდილი აქტივობა აღენიშნებოდათ, რაც ტვინის სკანირებით დასტურდებოდა). ექსპერიმენტში მონაწილეებს მოცვს ფხვნილის სახით აძლევდნენ. საყურადღებოა, რომ მოცვის მიმღები ჯგუფის გარდა ექსპერიმენტში მონაწილეობდა სხვა ორი ჯგუფიც, თევზის ქონისა და ლურჯი მოცვის მომხმარებლები. ამ ჯგუფების პენსიონერებშიც შეინიშნებოდა ტვინის ფუნქციობის გაუმჯობესება, თუმცა ისე მკვეთრად არა, როგორც მოცვის მომხმარებელთა ჯგუფში.

 
mkurnali.ge
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com