...
ამბები

გრიპი და ვირუსული ინფექცია - მარტივი ინსტრუქციები ექიმი კომაროვსკისგან!

Avatar
T:555 000 289

გრიპი-ის სურათის შედეგი


ყურადღება! ყურადღება! დაიმახსოვრეთ ყველაზე მთავარი: თქვენი მოქმედების ტაქტიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რა დასახელებისაა ვირუსი, იქნება ეს სეზონური, ღორის, სპილოს თუ პანდემიური გრიპი. მთავარი ეს არ არის. მთავარია იცოდეთ, რომ ვირუსი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და გავლენას ახდენს სასუნთქ სისტემაზე. თუ თქვენ და თქვენს ბავშვს შეგხვდათ ვირუსი და თქვენს სისხლში არ არის მისგან დამცავი ანტისხეულები, თქვენ ავად გახდებთ. ანტისხეულები გამომუშავდება მაშინ, თუ თქვენ უკვე გადაიტანეთ ეს ვირუსი და მაშინ, თუ აიცერით. თუ აიცრებით, თქვენ დაცული იქნებით არა საერთოდ ვირუსებისგან, არამედ მხოლოდ გრიპის ვირუსისგან. თუ თქვენ გაქვთ იმის მატერიალური საშუალება, რომ აიცრათ და ბავშვებიც აცრათ - აუცილებლად გააკეთეთ ეს. ვაქცინა დაგიცავთ ამ სეზონის ყველა აქტიური ვირუსისგან. 


1. ვირუსის გავრცელების წყარო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია. რაც ნაკლები ადამიანია, მით ნაკლებია ავად გახდომის შანსი. ერიდეთ ხალხმრავლობას! 

2. სახის ნიღაბი საჭირო რამ არის, მაგრამ არა პანაცეა. სასურველია ის ავადმყოფს ეკეთოს, თუ გარშემო ჯანმრთელები არიან. ნიღაბი ბოლომდე ვერ შეაჩერებს ვირუსს, თუმცა შეაკავებს ნერწყვის წვეთებს, რომელიც „მდიდარია" ვირუსით. 

3. არავითარი წამალი და „ხალხური საშუალებები" პროფილაქტიკური ეფექტისთვის არ არსებობს. არავითარი ხახვი, ნიორი, სპირტი, ინტენფერონის შემცველი ტაბლეტები, იმუნიტეტის სტიმულატორები, „ჯადოსნური" ვიტამინები - ყველაფერი ეს ფსიქოთერაპიაა. თქვენ გჯერათ? გშველით? - მოხარული ვარ, ოღონდ არ არის საჭირო შტურმით აიღოთ აფთიაქები - ისინი ამად არ ღირს.

4. ავადმყოფის ხელები ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი არანაკლებ საყურადღებო წყაროა. იგი ხელით ეხება სახეს, ვირუსი ხვდება ხელზე, ის ეხება ნივთებს, რასაც შესაძლოა შეეხოთ თქვენც და აი - გამარჯობა მწვავე რესპირატორულო ვირუსულო ინფექციავ! ნუ შეეხებით საკუთარ სახეს. ხშირად დაიბანეთ ხელები, თან ატარეთ სველი ჰიგიენური ხელსახოცები, ისწავლეთ და ასწავლეთ ბავშვებსაც, თუ არ გაქვთ თან ხელსახოცი, ცემინების და დახველების დროს მიიფარეთ არა ხელი, არამედ მაჯის ზედა მხარე. გამოიყენეთ საკრედიტო ბარათები. ქაღალდის ფული ვირუსის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა.

5. ჰაერი!!! ვირუსის ნაწილაკები საათობით ინახავს თავის აქტივობას თბილ, მშრალ და უმოძრაო გარემოში. ხოლო მომენტალურად იშლება და იფანტება გრილ, ცივ და მოძრავ ჰაერში. ისეირნეთ რაც შეიძლება ბევრი. გარეთ სეირნობისას ვირუსის „აკიდება" პრაქტიკულად არარეალურია. თუ თქვენ გახვედით სასეირნოდ, არ არის საჭირო ნიღბის გაკეთება. სჯობს ისუნთქოთ სუფთა, გრილი ჰაერი. ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა 20°С, ხოლო ტენიანობა - 50-70 % უნდა იყოს. ნებისმიერი გათბობის სისტემა აშრობს ჰაერს. საჭიროა ინტენსიური განიავება. იატაკი მოწმინდეთ სველი წესით. მოითხოვეთ, ბავშვთა დაწესებულებებში ჩართონ დამატენიანებელი მოწყობილობა და ხშირად ანიავონ ოთახი. 

6. ზედა სასუნთქ გზებში გამუდმებით წარმოიქმნება ლორწო, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი იმუნიტეტის ფუნქციონირებას, ე. წ. ადგილობრივ იმუნიტეტს - ლორწოვანი გარსის დაცვას. თუ ლორწოვანი გამოშრა, ადგილობრივი იმუნიტეტის ფუნქცია ირღვევა და ვირუსი ადვილად აღწევს ორგანიზმში. ვირუსის მთავარი მტერი მშრალი ჰაერია. ასევე წამლები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხვირის ლორწოვანის გამოშრობას. არ ღირს ამ წამლების მიღება და ექსპერიმენტების ჩატარება. 

7. დაატენიანეთ ცხვირის ლორწოვანი: 1 ჩაის კოვზი მარილი გახსენით 1 ლიტრ მდუღარე წყალში - ყოველ 10 წუთში ერთხელ ჩაიწვეთეთ ცხვირში. ასევე შეგიძლიათ აფთიაქში იყიდოთ ფიზიოლოგიური ხსნარი და ამავე პრინციპით გამოიყენოთ. არ დაიზაროთ! აუცილებელია ცხვირის ლორწოვანის დატენიანება, როდესაც დახურული შენობიდან (სახლიდან) მიდიხართ ხალხმრავალ ადგილას. ეს რაც შეეხება პროფილაქტიკას.

გრიპის მკურნალობა 
გრიპი არ ინკურნება ტაბლეტების ყლაპვით, ის ინკურნება იმ პირობების შექმნით, რა პირობებშიც ავადმყოფი შეძლებს სრულფასოვნად გამოჯანმრთელებას. 
გრიპის მკურნალობის წესები
1. ოთახში, სადაც იმყოფებით უნდა იყოს სიგრილე და ნოტიო ჰაერი. ჩაიცვით თბილად. ტემპერატურა უნდა იყოს 18-20; ტენიანობა 50-70%. რეგულარულად მოწმინდეთ იატაკი სველი წესით, დაატენიანეთ ოთახი, ხშირად ანიავეთ. 

2. კატეგორიულად დაუშვებელია ავადმყოფს დააძალოთ ჭამა. თუ თავად მოითხოვს, მიეცით მსუბუქი, წვნიანი საჭმელი. 

3. მიიღეთ სითხე! მიიღეთ სითხე! მიიღეთ სითხე! სითხის ტემპერატურა ავადმყოფის სხეულის ტემპერატურის ტოლი უნდა იყოს. დალიეთ რაც შეიძლება ბევრი: კომპოტი, ჩაი, წყალი. თუ ბავშვები ჭირვეულობენ და არ სვამენ თქვენს კომპოტებს, დაე დალიონ რაც მათ უნდათ. მთავარია, მიიღონ სითხე. იდეალურია, თუ დალევთ სითხეებს რეჰიდრატაციისთვის. ყველა აფთიაქში იყიდება ასეთი ფხვნილები მოსამზადებლად. მაგ: რეჰიდრონი, ჰუმანა ელექტროლიტი, გასტროლიტი, ნორმოჰიდრონი და სხვ. იყიდეთ, წაიკითხეთ ინსტრუქცია, მოამზადეთ და დალიეთ. 

4. გაიკეთეთ ცხვირის სანაცია მარილიანი წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით - რეგულარულად! 

5. მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლისთვის გამოიყენეთ მხოლოდ პარაცეტამოლი და იბუპროფენი. კატეგორიუალდ დაუშვებელია ასპირინის მიღება. 

6. ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს (ცხვირი, ყელი, საყლაპავი) - ამოსახველებელი საშუალებები არ გამოიყენოთ! ისინი მხოლოდ გააძლიერებენ ხველას. ქვედა სასუნთქი გზების დაავადების დროს (ბრონქიტი, პნევმონია) თვითმკურნალობა დაუშვებელია. პრეპარატი, რომელიც თრგუნავს ხველას (რომელსაც ინსტრუქსიაში უწერია „ხველების საწინააღმდეგო საშუალება") - არ გამოიყენოთ კატეგორიულად! 

7. ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებას არანაირი საერთო არ აქვს მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციასთან. ისინი თქვენ არ გჭირდებათ. 

8. ვირუსული ინფექციები არ იკურნება ანტიბიოტიკებით. ამ დროს ანტიბიოტიკების მიღებამ შესაძლოა სიტუაცია უფრო მეტად გაამწვავოს. 

როდის არის საჭირო ექიმი 
ყოველთვის!!! მაგრამ ეს არარეალურია. ამიტომ მოდით ჩამოვთვალოთ სიტუაციები, როდესაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:
• უარესობის შეგრძნება ავადობის მეოთხე დღეს;
• მდგომარეობის გაუარესება გამოჯანმრთელების შემდეგ;
• სიფერმკრთალე, წყურვილის შეგრძნება, ინტენსიური ტკივილი, ქოშინი, ჩირქოვანი გამონადენი.
• ხველის გაძლიერება, მისი პროდუქტიულობის დაქვეითება (ღრმა შესუნთქვა ხველის შეტევას იწვევს).
• როდესაც ცუდად მოქმედებს ან პრაქტიკულად არ მოქმედებს პარაცეტამოლი და იბუპროფენი;
• ავადობის მეშვიდე დღეს სხეულის მომატებული ტემპერატურა; 

ექიმი საჭირო და სასწრაფოა: 
  • გონების დაკარგვის შემთხვევაში;
  • კრუნჩხვის დროს;
  • სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში;
  • ინტენსიური ტკივილის დროს სხეულის ნებისმიერ ადგილზე;
  • ზომიერი ტკივილისას ყელში და რინიტის, ყელის ტკივილს + გამომშრალი ცხვირი - ეს ანგინის სიმპტომებია, რომელიც საჭიროებს ექიმს და ანტიბიოტიკებს.
  • ზომიერი თავის ტკივილის და გულისრევის შეგრძნების დროს.
  • ყელის შეშუპების დროს;
  • გამონაყარის შემთხვევაში;
  • როდესაც სხეულის ტემპერატურია 39°-ია და არ ჩამოდის სიცხის დამწევი საშუალების მიღებიდან 30 წუთის შემდეგაც.
  • სხეულის ტემპერატურის ნებისმიერი მატებისას, რომელსაც თან ერთვის სურდო და კანის სიფერმკრთალე.

    წყარო:http://www.mshoblebi.ge/

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com

© 1991-2018 «MEGATV» Broadcasting Company


Website by S/S