ამბები




მიზეზები, რის გამოც ბავშვებში სიმსივნის შემთხვევები გაიზარდა


 

მიზეზები, რის გამოც ბავშვებში სიმსივნის შემთხვევები გაიზარდა

 




გარემოს დაბინძურება, სწრაფი კვება და ე.წ "გაჯეტები" - სწორედ ეს ფაქტორები იწვევს მცირეწლოვნებში სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის სიმსივნესაც. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 16 წლის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ბრიტანული ორგანიზაცია Children With Cancer-ის მკვლევარების ინფორმაციით, 200%-ითაა გაზრდილი ბავშვებში მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევები ბოლო 18 წლის განმავლობაში გაორმაგებულია.

მკვლევარების თქმით, ბავშვებში სიმსივნის შემთხვევების ზრდა მეტწილად გარემო ფაქტორებით და არაჯანსაღი კვებითაა გამოწვეული.

"ძალიან ბევრ სწრაფი მომზადების საკვებს იღებენ, რაც სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებებს შეიცავს. თუ თქვენ ჭამთ ბურგერს, იგი მსხვილ ნაწლავში ხვდება და რჩება მის კედლებზე, თუ საკმარისაც არ ვარჯიშობთ, შედეგად, ეს ორგანიზმს ვნებს", - ამბობს მეცნიერი ალასდერ ფილიპსი.

კიდევ რამდენიმე მიზეზი, რასაც მეცნიერები კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდას უკავშირებენ, ჰაერის დაბინძურება და ელექტრომოწყობილობებია, რისგანაც თავის არიდება საკმაოდ რთულია.




скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com