ამბები




'' სიცოცხლე აღარ მინდა, ეჭვი მაქვს, რომ ჩემმა შვილმა ადამიანის ხორცი შეჭამა''


 
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მადა დამეკარგა და ისეთი განცდა მაქვს, რომ აღარასდროს შევჭამ საჭმელს, რესტორნებში ან კაფეებში სიარულზე ხომ ზედმეტია საუბარი. სერიოზულად დავფიქრდი ვეგეტერიანელი ხომ არ გავხდე...

ნანა 38 წლის:

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, სიცოცხლე აღარ მინდა. ამდენი ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავარ. ჩემი 
 
ქმარი საზღვარგარეთაა წასული, იქ მუშაობს, წვალობს და ფულს გვიგზავნის. ორი ბიჭი გვყავს, უფროსი, გიგი, თექვსმეტი წლისაა, უმცროსი, ნიკა, კი - ცხრის. არ ვმუშაობ, სულ სახლში ვარ, ყურადღებას არ ვაკლებ ბავშვებს. ყოველთვის მინდოდა საუკეთესო დედა ვყოფილიყავი და კარგი პიროვნებები აღმეზარდა. 

გიგის ზომიერი სიმკაცრით ვზრდი, ძალიან არ ვბოჭავდი, არ მინდოდა დამეკომპლექსებინა ან გარესამყაროს შიში ჩამენერგა მისთვის, თუმცა არც უსაზღვრო თავისუფლებას ვაძლევდი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვია, ჰყავს მეგობრები, საშუალო დონეზე სწავლობს. ერთადერთი რაც ძალიან მაშფოთებდა მისი ჰობი, საშინელებათა ფილმების ყურება, იყო. თავიდან ვუშლიდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა. 

ჩემმა მეგობრებმა(მათაც ჰყავთ შვილები) მითხრეს, რომ გიგის გატაცება ბუნებრივია,რადგან ახალგაზრდები მიისწრაფიან ადრენალინისა და მძაფრი შეგრძნებებისკენ.

3 დღის წინ ჩემი უფროსი ვაჟის ოთახი ძირფესვიანად დავალაგე. სრულიად შემთხვევით შევნიშნე, რომ ლეიბი ერთ მხარეს გაჭრილი იყო და შემდეგ უღიმღამოდ ამოკერილი. მაკრატელი მოვიშველიე და სიღრმეში ხელი შევყავი. გიგის დღიური დამხვდა დისკთან ერთად. 


წაიკითხეთ  სრულად

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com