...
ამბები

მსოფლიოში ფილტვის კიბოთი გარდაცვალების 90% თამბაქოს მოხმარებითაა განპირობებული

Avatar
T:555 000 289

 

19 ნოემბერს რიგ ქვეყნებში აღინიშნება მოწევაზე უარის თქმის საერთაშორისო დღე (No Smoking Day). 1977 წლიდან მისი გამართვის ინიციატორი ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოებაა (American Cancer Society).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ფილტვის კიბოთი გარდაცვალების 90%, ქრონიკული ბრონქიტით – 75% და გულის იშემიური დაავადებით – 25%, განპირობებულია თამბაქოს მოხმარებით. საქართველოში, სამწუხაროდ, მწეველთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია ხელი შეეწყოს თამბაქოსადმი დამოკიდებულების გავრცელების შემცირებას, მოწევის წინააღმდეგ მოსახლეობის ყველა ფენის, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ჩართვას, თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკასა და ჯანმრთელობაზე თამბაქოს დამღუპველ მოქმედებაზე საზოგადოების ინფორმირებულობას.

 

ბევრი ადამიანი ცდილობს გათავისუფლდეს ნიკოტინისადმი დამოკიდებულებისაგან. ზოგი ვერ აცნობიერებს ჯანმრთელობაზე თამბაქოს მოხმარების შედეგების მთელ სიმძიმეს, ბევრს მიაჩნია, რომ დაავდება მას არ შეეხება. ხშირად მოწევის ჩვევა იმდენად ძლიერია, რომ მასზე უარის თქმას ვეღარ ახერხებენ. ამიტომ ამ დღეს, ბევრ ქვეყანაში, აქტივისტები და ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები ატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სხვა ღონისძიებებს, მოწოდებულს მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად ნიკოტინის მავნებლობასა და მოწევის გადაჩვევის მეთოდებზე.

გარდა ამისა, ყოველწლიურად, 31 მაისს აღინიშნება მსოფლიო დღე – თამბაქოს გარეშე (World No Tobacco Day).

წყარო: mkurnali.ge


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com