ამბები

როგორ გავარკვიოთ, ვინ არის ჭკვიანი ადამიანი


 

თვლით თუ არა, რომ ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით? იყავით გულწრფელი, ვის არ უნდა სხვაზე ჭკვიანი იყოს? ამიტომ ვცდილობთ გავარკვიოთ, ჭეშმარიტად ვინ არის ისეთი ჭკვიანი, რომლისგანაც შეიძლება რაღაც ვისწავლოთ.

ჩვენ გვაქვს პასუხი, როგორ გავარკვიოთ, თუ ვინ არის ჭკვიანი ადამიანი.

1. ის არ ლაპარაკობს იმდენს, რამდენსაც აკეთებს. ერთი მარტივი მიზეზის გამო-სხვების მოსმენით შენ უფრო ჭვიანი ხდები.

2. საკუთარი პროფესიის გარდა, იგი მრავალ საქმეშია ინფორმირებული. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მას მრავალმხრივი ინტერესი გააჩნია.

3. ის საკუთარ დროს სამსახურს, სახლს და პირად ინტერესებს მოხერხებულად უნაწილებს, ამასთან ერთად, ამ ბალანსის დაცვა მას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოსდის.

4. ის აქტუალურ ინფორმაციას მუდმივად თვალს ადევნებს. ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად სოციალურ და პოპულარულ საიტებს ათვალიერს, რათა მისი თვალთახედვის არედან მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია არ გამორჩეს.

5. ძნელბედობის ჟამსაც კი, ის სიმშვიდეს ინარჩუნებს და პანიკაში არ ვარდება, რადგან იცის, რომ "ფატალური მოვლენის” გარდა მისი ტვინი ყველაფრიდან ნახავს გამოსავალს.

6. მან იცის, რომ, როგორც წესი, ირგვლივ მყოფებისგან ყველაზე ჭკვიანია, მაგრამ ამის დამტკიცებას არ ცდილობს, ამავე დროს, ყველანაირად ეცდება, რომ პოტეცნიალის მქონე ადამიანი მეტად განავითაროს.

7. თუ ის ხელმძღვანელია, ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანები, ვინც მასთან მუშაობენ, უფრო ჭკვიანები, კომუნიკაბელურები და პოპულარულები გახდნენ. ჭკვიანი ადამიანი საფრთხეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ ჭკუის არსებობა-ეს ჯილდოა და არა საშუალება, რომ საკუთარი თავი სხვაზე მაღლა დააყენო.

8. მას ფარული უნარები გააჩნია, მაგრამ ამას არასდროს არ გამოავლენს მანამ, სანამ ამისი აუცილებლობა არ იქნება. ის საკუთარი შესაძლებლობების გამომზეურებას არ საჭიროებს, რომ სხვებზე უპირატესობა დაამტკიცოს.

9. საკუთარი განათლების შესახებ ის ხმამაღლა არასდროს გაჰყვირის, ეს ინფორმაცია მხოლოდ მის რეზიუმეში შეგიძლიათ ამოიკითხოთ.

10. ის არასდროს და არანაირ სიტუაციაში თქვენ სულელად არ წარმოგაჩენთ, თუნდაც ეს მისთვის ძალიან ადვილი გასაკეთებელი იყოს. მწარე გამოცდილებამ მას დაანახა, რომ ვიღაცის სულელად წარმოჩენა შენც არასახარბიელო მდგომარეობაში გაგდებს.

თქვენ უკვე გაიგეთ ჭკვიანი ადამიანის დამახასიათებელი ნიშნები. თუ გინდათ, რომ გახდეთ ასეთი, მიიღეთ გახეხილ ჯინსებიანი, წვერგაუპარსავი ბუდისტის სტივ ჯობსის აზრი: "ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, ადამიანების მიერ არის შექმნილი, რომლებიც ჩვენზე ჭკვიანები არ არიან. ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ ყველაფერი, გავლენა მათზე მოვახდინოთ და შევქმნათ ახალი.”

თარგმინილი და ადაპტირებულია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com