ამბები

რა დააკლო ღმერთმა ქალს – “ერთი ნაკლი, რომელსაც თვითონ თუ ვერ გამოასწორებს, შეუძლია მისი დაღუპვა”


 

როდესაც ღმერთი ქმნიდა ქალს, გვიანობამდე მუშაობდა… შევიდა ანგელოზი მასთან და ჰკითხა: "რატომ ხარჯავ ასე ბევრ დროს ამაზე?”
ღმერთმა უპასუხა: "შეხედე ყველა იმ დეტალს, რაც უნდა დავიცვა: უნდა ჰქონდეს 200-ზე მეტი მამოძრავებელი ნაწილი და ამავდროულად გრაციოზულად დადიოდეს. თვითონ უნდა განიკურნოს თავი, როდესაც ავადაა. დღე-ღამეში 18 საათი იმუშაოს. მას უნდა ჰქონდეს მხოლოდ ორი ხელი, მაგრამ უნდა შეეძლოს ერთდროულად რამდენიმე ბავშვის ჩახუტება და ისე ჩახუტება, რომ ნებისმიერმა ტკივილმა გაიაროს, იქნება ეს დაჭრილი მუხლი თუ სული”.
ანგელოზი შთაბეჭდილებებში იყო: "და ეს სტანდარტული მოდელია?ეს ხომ შეუძლებელია! ძალიან ბევრი სამუშაოა ერთი დღისთვის. გადადეთ ის შემდგომისთვის”.
"არა, – უპასუხა ღმერთმა, – მე მას დღეს დავასრულებ და ის ყველაზე საყვარელი არსება იქნება ჩემთვის”.
ანგელოზი მივიდა ახლოს და ხელი შეახო ქალს.”ღმერთო, მაგრამ ის ისეთი რბილია!”
"დიახ, ის რბილია, მაგრამ ასევე ძალიან ძლიერი გავაკეთე. წარმოდგენაც კი არ გაქვს, რისი გაძლება, ატანა და გადალახვა შეუძლია მას. ის სათუთად გამოიყურება, მაგრამ მასში უზარმაზარი ძალაა”.
"ფიქრი შეუძლია?” – იკითხა ანგელოზმა.
ღმერთმა უპასუხა: "მას არა მხოლოდ ფიქრი, დარწმუნებაც შეუძლია”.
ანგელოზი შეეხო ქალის ლოყებს. "ღმერთო, მგონი, ის ხარვეზიანი გამოვიდა – წყალი გასდის”.
"არა, ეს ხარვეზი არ არის, ეს ცრემლებია”
"და რისთვისაა ისინი?”- გაუკვირდა ანგელოზს.
"ისინი გამოხატავენ მის დარდს, მის სიყვარულს, მის მარტოობას, მის ტანჯვას და მის სიამაყეს”.
ანგელოზი მართლაც შთაბეჭდილებებში იყო. "ღმერთო, შენ გენიოსი ხარ! შენ ყველაფერზე იფიქრე, ქალი მართლაც რომ გასაოცარია!
"მართლაც”, -თქვა ღმერთმა. "მას აქვს ძალები, რომლებსაც მამაკაცის გაოცება შეუძლიათ. მას შეუძლია იცინოს, როდესაც ტირილი უნდა. მას შეუძლია გაიღიმოს, როდესაც ეშინია. ის დაეხმარება სხვას, როდესაც თავად სჭირდება დახმარება. მხოლოდ მის ერთ გამოხედვას შეუძლია იმის გაკეთება, რაც მამაკაცისთვის შეუძლებელია…”
ანგელოზი მოხიბლული იდგა და ვერაფერს ამბობდა.
შემდეგ ღმერთმა ამოიოხრა: "მაგრამ არის ერთი რამ, რაც ისე ვერ არის… ერთი ნაკლი, რომელსაც თვითონ თუ ვერ გამოასწორებს, შეუძლია მისი დაღუპვა”.
”და რა არის ეს?”
"მან არ იცის თავისი ფასი”…

წყარო: mshoblebi.ge


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com