ამბები




რატომ იცვამს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - უცნაური ჰიპოთეზა


 

ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა თუ რატომ არის ქალის სამოსად მიჩნეული კაბა და არა შარვალი? რა თქმა უნდა, დღეს უკვე კაბაში გამოწყობილი ქალის ხილვა ყოველდღიურობაში სულ უფრო იშვიათად შეიძლება, მაგრამ ტრადიციულად ქალის სამოსად მაინც კაბა ითვლება.




რა არის ამის მიზეზი?

image



ოდითგანვე მიიჩნევა, რომ მამაკაცს ზეციური წარმოშობა აქვს, ქალს - მიწიერი. კაცი არის ზეცა, სული, ვერტიკალი, წესრიგი; ქალი არის მიწა, მატერია, ჰორიზონტალი, ქაოსი. მატერიის ირგანიზება ხდება სულის, აზრის საშუალებით, ქაოსის - წესრიგით. როცა მატერია და სული, ქაოსი და წესრიგი ერთმანეთს ხვდება, წარმოიქმნება სიცოცხლე.



image



ქალი ენერგიასა და დედობის ძალას დედამიწიდან იღებს, მამაკაცი კი - ჰაერიდან. როცა ქალი იცმევს გრძელ, გუმბათისებური ფორმის კაბას, ასეთი სამოსი მას ეხმარება მიწისგან ენერგიის მიღებაში. ზოგადად ქალი კაბისა თუ ქვედაბოლოს ჩაცმის შემთხვევაში არა მხოლოდ გამოიყურება უფრო ქალურად, არამედ თავსაც უფრო მეტად გრძნობს "ქალად" - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუცნობიერებლად იწყება მიწისგან მიღებული ენერგიის მოზღვავებას.



კაბა თუ შარვალი?



როცა ქალი შარვალს იცმევს, ამით წყვეტს დედამიწასთან ენერგეტიკულ კავშირს, ავიწროებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს, აფერხებს სისხლისა და ენერგიის მოძრაობას და რჩება წმინდა ენერგიისგან დაცლილი. შესაბამისად, ვეღარც გასცემს ენერგიას. არადა ქალის მიერ გადაცემული ენერგია მამაკაცს განსაკუთრებით ეხმარება: ხდის მას უფრო გაწონასწორებულს, სტაბილურს, მშვიდს, მიმართავს მის ქმედებებს შექმნისკენ. აგრესიული, უხეში მამაკაცები არიან სწორედ ისინი, რომლებსაც აკლიათ ქალის სიყვარული, მისი ნაზი, მოალერსე ენერგია. შარვლის ჩაცმის დროს, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ირღვევა ენერგიის ცვლის პროცესი, ქალის საკუთარ სულს კვებავს და აძლიერებს მამაკაცისებურად და კაცზეც მამაკაცურად ურთიერთმოქმედებს. ფიზიკურ პლანში კი ეს ყველაფერი გამოიხატება ტკივილში, ჩხუბში და სკანდალებში.



image

თუ ქალი გრძელ კაბას ატარებს, ეს გავლენას ახდენს ქალის მიერ საკუთარი თავის აღქმაზეც - თავის თავს უფრო ქალურად აღიქვამს - და მამაკაცის მიერ ქალის აღქმაზეც. ამით უმჯობესდება და უფრო ჰარმონიული ხდება ურთიერთობები. ცნობილია შემთხვევები, როცა ქალის მიერ შარვლის ტარებაზე უარის თქმა და კაბაზე გადასვლა, დიდი ხნის მანძილზე უნაყოფობის დიაგნოზდასმულ ქალებს დაორსულებაში დაეხმარა.



 



შარვალს კიდევ ერთი ძალიან დიდი უარყოფითი მხარე აქვს: ისინი ავიწროებს ქალის ორგანიზმის იმ უმნშვნელოვანეს ორგანოებს, რომლებიც გამრავლებისთვის არის აუცილებელი. ამას შედეგად მოსდევს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შარდმდენი სისტემის პრობლემები.



ფსიქოლოგია

image

 



მრავალი ფსიქოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ ქალები, რომლებიც მაქსი-კაბას/ქვედაბოლოს ატარებენ, მეტად იპყრობენ მამაკაცების ყურადღებას. ეს ქალები უფრო წარმატებულები არიან სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც, მეტად გაწონასწორებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან.



აღმოჩნდა, რომ როცა მამაკაცი შარვალში ჩაცმულ ქალს ხედავს, ქვეცნობიერად მასა და საკუთარ თავს შორის გენდერულ თანასწორობას ამყარებს. შედაგედ გაცილებით ნაკლებად უნდება მასზე ზრუნვა, საჩუქრების ჩუქება, პირიქით, ინსტინქტურად ხედავს მასში მოწინააღმდეგეს, მაგალითად კარიერულ სფეროში.



წყარო: intermedia.ge



Read more: http://itop.ge/view/llRN8/h20VL#ixzz3vKSEnmiZ
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com

© 1991-2018 «MEGATV» Broadcasting Company


Website by S/S