როგორ მოქმედებს ბოროტი და შურიანი ადამიანის სიტყვები მეორე ადამიანის ჯანმრთელობაზე



 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

წარმოთქმულ სიტყვას უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ უნდა აკონტროლოთ საუბარი, რომ უნებურად რამე არასასურველი არ წამოგცდეთ, რომელიც ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ და, შესაძლოა, ცხოვრებაში უსიამოვნებების მიზეზიც კი გახდეს. ასევე, ავმა სიტყვამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესებაც გამოიწვიოს. წლის განმავლობაში არსებობს დღეები, როდესაც ადამიანის სიტყვებს ბედის შეცვლა შეუძლია, ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და წარმატება პირად ცხოვრებაში თავადვე დაგეგმოთ. თუ რატომ უნდა ვაკონტროლოთ ემოციები და რა შედეგები მოჰყვება ადამიანის უკონტროლო საუბარს, ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოსს, ბატონ გიორგის, რომლის რეკომენდაციებიც ნამდვილად წაგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

– ეზოთერიკოსები სიტყვის ძალასა და ემოციურ ლაპარაკზე ხშირად საუბრობენ. და მაინც, შესაძლებელია თუ არა, ემოციის გარეშე თქვა სიტყვა და მას რაიმე ძალა გააჩნდეს?

– საერთოდ, რაც მეტად აგზნებულად ლაპარაკობს ადამიანი და მძაფრია ემოციური ფონი, მით მეტი ძალა აქვს სიტყვას – ამ დროს სიტყვები მეტ ენერგეტიკას იძენს. სიტყვით, შესაძლოა, ადამიანმა იმხელა უარყოფითი ენერგია გამოუშავას, რომ მეორე ადამიანის ავადმყოფობა გამოიწვიოს.

– ამას როგორ უნდა მივხვდეთ, ანუ, როდის მოდის ჩვენსკენ უარყოფითი ენერგიის დიდი ნაკადი?

– თუ უარყოფითი ენერგიის ნაკადი მარცხენა მხრიდან მოდის, დიდია შანსი, გულის არეში იგრძნოთ ტკივილი. არ არის გამორიცხული, ამას უცაბედი ინფარქტიც მოჰყვეს და ეს ნამდვილად ავი სიტყვის შედეგი იყოს. ანალოგიური რამ მოხდება სხვა ორგანოებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, პათოლოგია წარმოიქმნება იმ არეალში, რომელზეც კონცენტრირებულია უარყოფითი ენერგიის მუხტი. საგულისხმოა, რომ მსგავს დეფორმაციას ვერცერთი ტომოგრაფიული აპარატი და თერაპევტი ვერ აღმოაჩენს და დააფიქსირებს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. ექიმს აკითხავს, მას კი დიაგნოზის დასმა უჭირს. ამ დროს იმაზე არ ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანის მიმართ, ემოციურად წარმოთქმული უარყოფითი სიტყვები იყოს. სამწუხაროდ, დღეს მსგავსი რამის დიაგნოსტირების მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს – ეს არის ბიოლოკაცია და, შესაბამისად, პათოლოგიის ლიკვიდაცია შეუძლია არა მედიცინის პროფესორს, არამედ პარაფსიქოლოგს. ამიტომ, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი ვინმეს უარყოფითი ენერგეტიკით დამუხტული სიტყვაა, მაშინ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა აღიდგინოს აურა და არასასიამოვნო შედეგებს ამით დააღწიოს თავი. ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს და ეს კანონზომიერებები ჩვენზეც მოქმედებს – ზოგზე დადებითად და ზოგზე უარყოფითად. ხომ გაგიგიათ ძველი ხალხისგან, ერთმა მეორე სიტყვით შეჭამაო. შურიანი ადამიანის ბოროტად წარმოთქმულმა სიტყვებმა შეიძლება ავტოკატასტროფაც გამოიწვიოს და ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვეს. ამაში არაფერია მისტიკური, ეს ბოროტი ადამიანის მიერ ემოციურად წარმოთქმული სიტყვების მოქმედების შედეგია ცოცხალ ორგანიზმზე. ამიტომ, ყველა უნდა დაუფიქრდეს, რას ამბობს და როგორ მოქმედებს, რომ მეორე ადამიანს საფრთხე არ შეუქმნას და უნებურად მისი სიკვდილის მიზეზი არ გახდეს. საკუთარ ბედზე აუგად საუბარიც არ შეიძლება – ამით საკუთარ თავსაც თვალავთ, ენერგოვამპირისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომი ხდებით და წარმატებებისკენ მიმავალ გზასაც ხერგავთ. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და იღბლიანი. ასე რომ, ნურასდროს იტყვით საკუთარ კეთილდღეობაზე უარს. ნუ მოადუნებთ გონებას, ყურადღება მიაქციეთ, რა მინიშნებას გაძლევთ ცხოვრება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ წლის განმავლობაში არსებობს დღეები, როდესაც ადამიანი მეტად ყურადღებით უნდა იყოს, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვას და წარმატება თავის ცხოვრებაში თავადვე დაგეგმოს.

– წლის რომელი დღეებია ამ მხრივ მეტად აქტიური?

– ცხოვრებაში მეტი წარმატების მისაღწევად, უფრო აქტიური დროა ზაფხული, კონკრეტულად კი – ივლისის ბოლო კვირიდან დაწყებული, აგვისტოს ბოლომდე. უფრო კონკრეტულად კი, 27 ივლისი და 1, 15, 27, 28 აგვისტო. ეს დღეები ზაფხულის ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ დღეებად ითვლება ეზოთერიკაში და ამ დღეებში გოგონებმა უნდა ატარონ მარგალიტის, ხოლო ბიჭებმა კი გიშრის სამკაულები, ყოველ დილა-საღამოს აუცილებლად მიიღონ შხაპი და ბალიშის ქვეშ დააწყონ რკო. გიშრისა და მარგალიტის – ამ ბუნებრივი ქვების სამკაულს უდიდესი ძალა აქვს. შესაძლოა, სწორედ მათმა ენერგიამ მოახდინოს ისეთი ზემოქმედება ადამიანის აურასა და პირად ცხოვრებაზე, რომ მთლიანად შეცვალოს მისი ბედი. ზოგადად, თუ გათხოვილი ხართ, გყავთ მეუღლე და ოჯახური ცხოვრება აწყობილი გაქვთ, მარგალიტის სამკაულის ტარება კარგიც კია თქვენთვის, ოღონდ, უმჯობესია, მარგალიტი ოქროში იყოს ჩასმული.

– ბუნებრივი ქვებისა და წყლის მაგიური თვისებების შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ რკო ამ დროს რა როლს თამაშობს?

– რკოს უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს და მასთან სიახლოვე ხელს უწყობს ადამიანს, იყოს წარმატებული, მიმზიდველი, სასურველი და ბედნიერი როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაშიც. სხვათა შორის, ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ რკო ადამიანისთვის წარმატებების მომტანი და გამრავლების სიმბოლო იყო, ამიტომ მას ცოლ-ქმრის ბალიშის ქვეშაც დებდნენ და ჯიბითაც ატარებდნენ.

წყარო: "თბილისელები”


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com