ამბები




როგორ შევხვდეთ ბედობას (რჩევები უკეთესი მომავლისთვის)




1. საკუთარი განწყობის შექმნისათვის უპირველესად თქვენვე იზრუნეთ: გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ. სპორტით თუ არ დაკავდებით სუნთქვითი ვარჯიშს 2-3 წუთი დაუთმე. კარგი დღე უსურვეთ პირველივე შემხვედრს. დღე კარგად დაგეგმეთ. მსუბუქად ძალიან მსუბუქად ისაუზმე. საწამლავის მიღებას ჯობია შიმშილს გრძნობდე. მიიღე მეტი წვენი და ბოსტნეული.
2. თუ თქვენს გეგმებში ბზარი გაჩნდა , ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გინდოდათ -ამის გამო ნუ დანებდებით, გამოსავალს აუცილებლად იპოვით. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კოსმოსში უარყოფითი ემოციები არ გაუშვა , რათა უკანვე არ დაგიბრუნდეს.
3. არასოდეს თქვა შრომაზე უარი, თუნდაც ფიქრობდე, რომ მეტ საზღაურს იმსახურებ. შენი შრომა არასოდეს დარჩება შეუმჩნეველი. აუცილებლად მიიღებ უკეთესს, თუ გულისხმიერი და შრომისმოყვარე იქნები.
4. ტრადიციების და საკუთარი ღირებულებებისადმი ერთგულება დაიხმარე იმაში რომ გაილამაზო საკუთარი ცხოვრება და ბედნიერება მიანიჭო სხვათაც. სიცოცხლე ხომ პირობითია . ნუ გაფლანგავ დროს უარყოფითი ემოციების შექმნაში.
5. ნუ შეეცდები დარდს და წარუმატებლობას ბახუსით ან სხვა ხელოვნური საშუალებებით გაუმკლავდე.
გახსოვდეს, ღვინის სმა ქართული ტრადიციით თრობას და შლეგობას არ ნიშნავდა. ნურც შანდორ პეტეფის ლექსს გამოიყენებთ ცხოვრების კრედოდ 
 
 
"ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი,
ღვინო შესვას ფერად ლალი,
დაიჯერებს, რომ ნამდვილად
მისთვის კვდება ყველა ქალი.
ღვინო შესვას, ბლომად შესვას,
ვისაც არ აქვს ორი გროში,
მას თავისი ეგონება,
რაც ოქროა მსოფლიოში.
ვისაც დარდი არ ასვენებს,
ღვინო სვას და დათვრეს ხელად,
ღვინო წუხილს დაავიწყებს,
ღვინო შეიქმს უდარდელად.

სატრფო არ მყავს, ფული არ მაქვს,
დარდი მაქვს და რაც ვარ, ეს ვარ.
ამიტომაც სხვაზე მეტი,
სამჯერ მეტი უნდა შევსვა"скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com